საქართველოს შსს აკადემია

აკადემია
5
(1 შეფასება)
თბილისი, გმირი კურსანტების ქ. 4

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

აკადემიის მისია

აკადემიის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო და კერძო სექტორისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.

აკადემია მოწოდებულია სწავლების მაღალი სტანდარტებისა და ღირებულებების დამკვიდრებით გახდეს საპოლიციო განათლების ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და საპოლიციო რეგულირების სფეროში დასავლური მიღწევების შესწავლის, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს არსებული გამოწვევების დაძლევა.

 

საქმიანობა

სამინისტროს სისტემისათვის  უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;

სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა,  ასევე პოლიციის სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

საჯარო და კერძო სექტორისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;

ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება;

საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

საგამომცემლო საქმიანობა;

საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S