აპექს დეველოპმენტი

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბერბუკის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

აპექს დეველოპმენტი არის, შპს აპექს დეველოპმენტი, საიდენტიფიკაციო კოდი:404438649

სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ დაფუძნდა 2013 წელს. მიუხედავად მცირე დროისა, კომპანიის მენეჯმენტმა რაციონალურად გამოიყენა ეს პერიოდი და მარკეტინგული კვლევის შესაბამისად, სწორად დაგეგმა თავისი საქმიანობა. ჩვენ საჭირო და აუცილებელი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო საქმიანობაში, რითაც მარტივად შევძელით მომხმარებლებში ნდობის მოპოვება.იმისათვის, რომ პროექტები წარმატებულად განხორციელდეს, მნიშვნელობას ვანიჭებთ და სიფრთხილით ვეკიდებით საქმიანობის გეგმაზომიერად განვითარებას და ვცდილობთ არ ამოვვარდეთ ქალაქის ურბანული გეგმიდან. განხორცილებული ორი პროექტიდან აშკარად ჩანს, რომ თბილისის იერსახეს ჩვენი საქმიანობა ნამდვილად ავსებს. შევძელით აგვეშენებინა მაღალი ტემპით და ხარისხიანად, რაც განაპირობა მშენებლობაში ახალი და ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებამ. ვპარტნიორობთ ავსტრიულ კომპანია „Doka”-სთან, მათ მიერ მოწოდებული ინვენტარი გვაძლევს საშუალებას დროის მოკლე მონაკვეთში შევძლოთ მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულება. ასევე ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბეტონს და სამშენებლო მასალებს. „აპექს დეველოპმენტი“ ორიენტირებულია კომფორტული, ელიტური და ამავე დროს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპლექსების მშენებლობაზე, რომელიც მარტივად და ზუსტად ჯდება თბილისის განაშენიანების პროექტში და ქალაქს უნარჩუნებს ავთენტურ იერსახეს. კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ აწარმოებს ღია ფინანსურ პოლიტიკას, რომელიც ყოველი თვის ბოლოს კონტროლდება აუდიტორების მიერ, ისინი ამავე დროს კომპანიის ფინანსური მრჩევლები არიან. გასული წლებიდან ამ ბიზნესში არსებული ვითარების შედეგად ჩამოაყალიბებული მეტად რთული სტერეოტიპი. „აპექს დეველოპმენტმა“ თავისი ერთწლიანი საქმიანობით მარტივად დაანგრია. რადგან ის დამოუკიდებელი კომპანიაა, რომლის უკან დგას საფინანსო ორგანიზაციები „Gold crediti“ და „გოლდმენი“. სწორედ, ამ ფინანსური კომპანიების სიძლიერე განაპირობებს, მის წიაღში დაბადებული სამშენებლო საქმიანობის დამოუკიდებლად არსებობას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S