AMTS

ჯანდაცვა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბელიაშვილი ქ.

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer master-card prime-card visa
შეკვეთის შესაძლებლობა
შეკეთების სერვისი
საერთაშორისო გადაზიდვა
გარანტია
განვადება
დაჯავშნა
მიტანის სერვისი
პარკინგი

შპს ,,მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი’’ (AMTS) დაარსდა 1998 წელს. დღეისათვის იგი არის სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების ისეთი დიდი და ცნობილი მწარმოებელი ფირმების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Arrow International, Philips Medical Systems, Tyco Healthcare, Innomed, Kodak Health Imaging Products, Mitsubishi Electric, Aesculap, St. Jude Medical, Terumo და სხვა. გარდა ამისა, დამყარებულია მჭიდრო და საქმიანი კავშირები მეორადი მოხმარების სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ ფირმებთან ევროპასა და ამერიკაში. 

საქართველოში ვთანამშრომლობთ ისეთ მსხვილ სამედიცინო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ჯო ენის სახელობის ბავშვთა კარდიოქირურგიული კლინიკა, შპს ,,ღია გული’’, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი და სხვა. კომპანიაში 35 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, მათ შორისაა მარკეტინგული და ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის სასურველი პირობებით აპარატურისა და სახარჯი მასალების შერჩევასა და იმპორტს, სამედიცინო დაწესებულებებში მათ დამონტაჟებას, ასევე საგარანტიო და პოსტ-გარანტიულ მომსახურეობას.

მოქმედებს ფასდაკლების და ანგარიშსწორების მოქნილი სისტემა. პრაქტიკაშია კომპანიაში შეძენილი აპარატურის მომსახურე პერსონალის მომზადება. ,,მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი’’ ასევე ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებული პროექტების, ბიზნეს-გეგმების შემუშავებასა და რეალიზაციას, ორგანიზებას უკეთებს და აფინანსებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებს ევროპასა და ამერიკაში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

***
13/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z