ვესტელი

მოხარულები ვართ გაცნობოთ!

28 ნოემბერი 2017

მოხარულები ვართ გაცნობოთ!

ვესტელის ბრენდის სპონსორობით - თბილისში პირველად გაიმართება თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს შოუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 16 და 17 დეკემბერს.
#ვესტელი #17წელისაქართველოში

 „შთამბეჭდავი შოუ“ - ასე შეაფასა სელინ დიონმა მათი გამოსვლა.

 „აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდებული სინთეზი“ - შეფასება გააკეთა შაკირამ მათ საცეკვაო შოუზე.

 „ანატოლიის ცეცხლი“ არის ყველაზე გრანდიოზული საცეკვაო კომპანია, რომელშიც 120-ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დღემდე ეს შოუ ნახა 100 ქვეყნის 40 მილონმა მაყურებელმა...
 ანსამბლი ორჯერ არის შესული გინესის სარეკორდო წიგნში:
პირველად - 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთ წუთიანი ნომერით;
მეორედ - ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტით 400 000 მაყურებლის დასწრებით ერთ კონცერტზე.

ამ წელს გასტროლები დაკავშირებულია თურქეთ -  საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო თარიღთან.

კონცერტი ტარდება საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით 
 

მსგავსი სიახლეები