უნიქარდი

"იპოვე განძის" თამაში გრძელდება!

10 ივნისი 2019

უნიქარდის ტრადიციული თამაში იპოვე განძი მთაწმინდის პარკში, 15 ივნისს გაიმართება!

ჩაერთე სახალისო და აზარტულ თამაშში, იპოვე საგულდაგულოდ გადამალული 100-ზე მეტი პრიზი, რომელიც უნიქარდმა პარტნიორებთან ერთად დააწესა! 

უნიქარდის თამაში "იპოვე განძი" მთაწმინდის პარკში 15 ივნისს გაიმართება! თამაშს ტრადიციული სახე აქვს და წელს მეხუთედ იმართება!
თამაშში მონაწილეობის მიღება ძალიან სახალისო და აზარტულია - მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი საჩუქარი დაიმალება და დაელოდება მპოვნელს!
მრავალფეროვან საჩუქრებს უნიქარდი და მისი პარტნიორები აწესებენ!
მონაწილეებს პარკის ცენტრალურ ნაწილში, შადრევანთან მდებარე უნიქარდის კუთხესთან დაურიგდებათ მოთამაშის ნაკრები (მეგზური, რომელზეც მინიშნებული იქნება ზონებად განძის დაახლოებითი ადგილსამყოფელი, ბენდენა და გულსაბნევი). ამის შემდეგ დაიწყებენ დამალული საჩუქრების ძებნას. საჩუქარი გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვინც პირველი მიაგნებს მას :)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თამაში განკუთვნილია 23 წლამდე ასაკის პირებისთვის.


23 წელს ზემოთ პირს თამაშში ჩართვა (საჩუქრის მიღება) შეუძლია მხოლოდ ბავშვის თანხლების შემთხვევაში. არასრულწლოვან პირებზე საჩუქარი გაიცემა მხოლოდ მშობლის თანხმობით :)

გარდა საჩუქრებისა, უნიქარდი და მისი პარტნიორები მოთამაშეების განწყობაზეც იზრუნებენ - მთაწმინდის პარკის სტუმრებს სახალისო წარმოდგენები და სიუპრიზები ელით, ასე რომ, გელოდებით 15 ივნისს!

 

                                                                      

მსგავსი სიახლეები