სავაჭრო ცენტრი მერანი

ფესტივალი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის!

31 ოქტომბერი 2019

2-3 ნოემბერს, "მერანი" წარმოგიდგენთ 2-დღიან, მხიარულებით აღსავსე ფესტივალს თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის! 

For more detailed information in English please click here  bit.ly/2NeJHOk

ისიამოვნეთ უწყინარი კრეატიულობით და მილიონობით სახალისო აქტივობით ამ პოსტ-ჰელოუინურ ფესტივალზე. მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, გაგაოცონ!

თქვენ ალბათ ყოველდღე ოცდებით და გული გითბებათ, როდესაც თქვენი შვილი რაიმე საყვარელს აკეთებს. იმისათვის, რომ ეს შეგრძნება გაიხანგრძლივოთ, ჩვენ მიმზიდველი და სახალისო ღონისძიებები მოვაწყვეთ თქვენთვის და თქვენი პატარა ანგელოზებისთვის. სავაჭრო ცენტრი „მერანის“ III სართულზე თქვენს შვილებს ზღაპრის გმირები, ანიმატორები, DJ, გათამაშებები, უფასო საჩუქრები და უამრავი აქტივობა ელოდება.

 მაგიდა ლეგოს ფიგურებით და ქვიშით;
 სახის მოხატვა;
 ბუშტების ხელოვნება;
 თამაშები და შეჯიბრები;
 ბამბის ნაყინის ქარხანა;
 DJ ბავშვებისთვის;
 ზღაპრები ყველასათვის;
 უფასო საჩუქრები და სათამაშოები;
 პიცის მომზადების მასტერკლასი (ფასიანი)
 ნახატებისგან შექმნილი რეალური სათამაშოები (ფასიანი) - შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი შვილის შესრულებული ნახატი და Toy Story-ს გუნდი ნამდვილ სათამაშოს ერთი კვირის განმავლობაში შექმნის.

დღის ბოლოს, ბავშვები უსასყიდლოდ მიიღებენ საჩუქრებს და სათამაშოებს. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ ჩვენს სავაჭრო ცენტრში მდებარე ბრენდების კუპონები. კუპონები შეგიძლიათ აიღოთ მაღაზიაში XS Story, კუპონებს ანიმატორი დღის განმავლობაშიც დაარიგებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ Neverland, XS Toys, Toys Story, Pomodorissimo. მთელი გულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას!

მსგავსი სიახლეები