საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

#საია აქტიურად იკვლევს სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს

04 ოქტომბერი 2017

#საია აქტიურად იკვლევს სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს დირექციის მიერ მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მე-7 კლასის მოსაწავლე, აიშა ასტანოვა ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორმა გააძევა საგაკვეთილო პროცესიდან ჰიჯაბის ტარების გამო. მეორე დღეს იგივე ფორმაში გამოწყობილი აიშა კვლავ გამოძევებულ იქნა სკოლიდან იმავე მიზეზით.

25 სექტემბერს სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა აიშას მშობლებს გაუგზავნა გაფრთხილება, სადაც აღნიშნულია, რომ აიშა ასტანოვა არღვევს სკოლის შინაგანაწესს, კერძოდ, მოსწავლის ჩაცმულობის წესს და გარეგნულ სახეს, ამასთან მიუთითა შესაძლო დისციპლინურ სახდელებზე.

საიას თელავის ოფისის თანამშრომლები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. 27 სექტემბერს, საიას წარმომადგენლები ადგილზე ჩავდინენ და სიტუაციის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რო მსგავსი პრობლემა აქვს თაჰირი ასტანოვის ძმის - ნოდარი ასტანოვის შვილს, მე-8 კლასის მოსაწავლე, მირანდა ასტანოვასაც. აღნიშნულ შემთხვევაში ნოდარ ასტანოვი (მშობელი) სასწავლო წლის დაწყებამდე წინასწარ მივიდა სკოლის დირექტორთან, რათა შეეთანხმებინა მისი შვილის სკოლაში სიარული ჰიჯაბით, რაზეც დირექტორისგან უარი მიიღო. აღნიშნულის გამო ნოდარი ასტანოვს მისი შვილი საერთოდ აღარ მიუყვანია სკოლაში.

მოსწავლეების მშობლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი სკოლის ადმინსიტრაცია არ დართავს ნებას მათ შვილებს, რომ ჰიჯაბით იარონ სკოლაში, ისინი საერთოდ აღარ მიიყვანენ მათ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ საიამ სახალხო დამცველს მიმართა, რომ მან რეკომენდაციით მიმართოს ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეს ატარონ ჰიჯაბი.

დეტალების გასაცნობად იხ. სიუჟეტი > .http://rustavi2.ge/ka/news/85973

#საია #GYLA

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად