ლუტეცია

ხელისა და ფრჩხილების კრემი ლუტეციასგან

09 ოქტომბერი 2017

 ხელისა და ფრჩხილების კრემი

გთავაზობთ მადმუაზელ შანელის მიერ 1927 წელს გამოშვებული ხელისა და ფრჩხილების კრემის განახლებულ ვერსიას - "LA CREME MAIN" - სიგლუვე, კომფორტი, სინათლე. კრემი ნაზად ზრუნავს ხელებზე, ფრჩხილებსა და ნუნებზე: ერთი მარტივი მოძრაობაც კი საკმარისია კანის სირბილისთვის. ასეთი ცდუნების თავიდან აცილება ნამდვილად შეუძლებელია.

რაც შეეხება ნაცნობ ფლაკონს: CHANEL მას ანაცვლებს ორიგინალური და ფუნქციური კაფსულით, რომელიც ძალიან ჰგავს წყლის მიერ ფორმირებულ კენჭს - ასეთი ფორმა იდეალურად ეტევა ხელში. გარე ფენის ქვეშ იმალება შიდა კაფსულა, რომელიც საიმედოდ იცავს პროდუქტს ჰაერისა და გარე დაბინძურებისაგან. ერთი მარტივი დაჭერით შეიძლება მიიღოთ ხელის მოვლისათვის საკმარისი, კრემის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა. დახვეწილი და კომფორტული შეფუთვა LA CRÈME MAIN CHANEL-გან განკუთვნილია სპეციალურად მგზავრობისთვის, რომელიც ნებისმიერ ჩანთაში ეტევა.

მსგავსი სიახლეები