ლუტეცია

სიახლე ,,ლუტეცია“-ში!

23 ივლისი 2019

სიახლე ,,ლუტეცია“-ში.
სიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი Smashbox .
1990 წელს Dean და Davis Factor-ებმა, პროფესიონალური ფოტოგრაფობის ნიჭი და უდიდესი მემკვიდრეობა გააერთიანეს და ლოს-ანჯელესში დააარსეს Smashbox Studios.  ეს იყო ფოტოსტუდია, სადაც ფოტოგრაფები იღებდნენ სიმბოლურ ფოტოებს წამყვანი ჟურნალებისა და მოდური გამოცემებისთვის. ძალიან მალე ეს ადგილი გახდა მსახიობების, მომღერლებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის უსაყვარლესი ადგილი.
გარდა იდეალური ფოტოებისა მათი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც გააერთიანებდა კრეატიულობას, ხელოვნებას და შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება არა მხოლოდ გადაღებებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ 1996 წელს Smashbox დეკორატიული კოსმეტიკა წარმოებაში ჩაეშვა.

 Smashbox არის დეკორატიული კოსმეტიკა, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე პროფესიული ჩვენებებისთვის. ბრენდი ადგენს ტენდენციებს და უშვებს ახალ რევოლუციურ საშუალებებსა და მაკიაჟის კოლექციებს. ძალიან ბევრი წარმატებული ჩვენება თუ პრეზენტაცია, სწორედ რომ Smashbox-ის ინოვაციური დეკორატიული კოსმეტიკით ტარდება.

Smashbox ცნობილია ბაზების ფართო სპექტრით. ნებისმიერ განათებაზე და ნებისმიერ ფოტოზე თქვენი მაკიაჟი გამოიყურება უნაკლოდ, რადგან ეს პროდუქტები ტესტირებას გადის როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ განათებაზე.
თქვენ შეგიძლიათ ამოარჩიოთ ის კონკრეტული, რომელიც თქვენი კანისთვის სასურველი და შესაფერისია. 
THE ORIGINAL PHOTO FINISH - უნივერსალური N1 ბაზა ყველა ტიპის კანისთვის - 12 მლ 53 ლარი;
PHOTO FINISH PRIMER Oil Nourish - ბაზა, რომელიც ატენიანებს და ასხოვოსნებს 30მლ – 130 ლარი;
PHOTOFINISH PRIMER WATER - მრავალფუნქციური პროდუქტი: ბაზა, მაკიაჟის ფიქსატორი და დამატენიანებელი სფრეი -116 მლ 105 ლარი; 
PRIMER-PORE MINIMIZING - ფორების ხილვადობის შემამცირებელი ბაზა - 30მლ 112 ლარი;
RADIANCE PRIMER - ოქროსფერი ბზინვარებისა და ილუმინაციის ეფექტი - 30 მლ 112 ლარი;
PROTECT SPF 20 PRIMER - ბაზა, რომელიც გვიცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან - 30 მლ 112 ლარი.

 

მსგავსი სიახლეები