ლუტეცია

შეხვედრა SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ დირექტორთან

28 ნოემბერი 2017

ლეგენდარული ბრენდის SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელი დირექტორი - ლუჩიანო ბერტინელი, პარფიუმრულ მაღაზიათა ქსელის „ლუტეციას“ ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ქართულ მედიას შეხვდა.
„ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა კი ლუჩიანო ბერტინელს, მედიის წარმომადგენლები გააცნო და იტალიური ბრენდის წარმომადგენელთან შეხვედრა ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებთ დაიწყო.
ყველა მათგანი სტუმარს FERRAGAMO-ს სამყაროზე ჩვენს ისტორიას ვუყვებოდით, ზოგისთვის ეს იყო ოდრი ჰეპბერნისა და მერლინ მონროს კლასიკად ქცეულ ფეხსაცმელებთან დაკავშირებული, ზოგისთვის - პარიფიუმთან და პირადად ჩემთვის კი - SALVATORE FERRAGAMO-ს ოჯახის ტოსკანურ მამულებთან, ვილა „ილ ბოროსთან“ და ბრენდის მუზეუმთან, რომელიც ფლორენციაში ჩასულ ტურისტებს SALVATORE FERRAGAMO-ს ფილოსოფიას აცნობს.
ლუჩიანო ბერტინელიმ კიდევ ერთხელ გაგვაცნო ბრენდის ისტორია და, რა თქმა უნდა, პარფიუმერია, რომლითაც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ 2008 წლიდან გვანებივრებს. შეხვედრა Signorina-ს და UOMO-ს სუნამოების ჯადოსნური სურნელში გაეხვა, იტალიურ სურნელს ქართული ღვინო იმდენად მოუხდა, რომ შეხვედრის მთავარი გმირი პარფიუმერიის გარდა, პირად ცხოვრებაზე საუბარსაც შეგვიპირდა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო.

 

მსგავსი სიახლეები