ლუტეცია

როგორ ფიქრობთ, რისთვის არის საჭირო ეს?

18 ოქტომბერი 2017

შეგიმჩნევიათ ქილაში მოთავსებული ყავის მარცვლები ჩვენს მაღაზიებში? 
როგორ ფიქრობთ, რისთვის არის საჭირო ეს?

პარფიუმერულ მაღაზიაში შესვლისას ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი სუნამოს არომატით ინტერესდება..
პირიქით, ჩვეულებრივ ისინი ორ ან ორზე მეტ არომატს მოსინჯავენ და აი, აქ იქმნება პრობლემაც... ჩვენ ვეღარ ვხვდებით განსხვავებას, რადგან ყველა მათგანს ერთნაირი სუნი აქვს და ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს....
ამიტომ, გვიჭირს არჩევანი, ან პირიქით, არასწორ არჩევანს ვაკეთებთ....
და მაინც, რა შუაშია ყავა?
იცით, რომ ყავა, ათავისუფლებს „ჩვენს ცხვირს„ ზედმეტი არომატისგან... ის ანეიტრალებს სურნელს და გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

P.S. რა არის სუნი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის აღძრავს ემოციას?
ეს საინტერესოა!!!
ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სუნს არჩევს, პროფესიონალი დეგუსტატორის ცხვირი კი 30 ათასს. 
მაგრამ, ჩვენ არ ვართ პროფესიონალი დეგუსტატორები და არც ამდენი არომატის გარჩევა შეგვიძლია.... ამიტომ, სწორი არჩევანისთვის გთავაზობთ ყავის მარცვლებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან.

სუნის აღქმა და მისი დამუშავება ტვინში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. დაახლოებით ნახევარ წამში ტვინის იმ ნაწილმა, რომელიც ემოციურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი, უკვე იცის, რომელი სუნია სასიამოვნო და რომელი - უსიამოვნო. 
თუმცა, ბევრი არომატის ერთმანეთთან შერევისას ჩვენგან დამოუკიდებლად ვეღარ ხდება სუნის სწორად აღქმა...
სწორედ ამიტომ, გირჩევთ ყავას....
ცხვირი სწრაფად აღიქვამს ყავის სურნელს და აბათილებს კიდეც მის წინ დაყნოსილ არომატსაც..

მსგავსი სიახლეები