ლუტეცია

გასაოცარი სიახლე ლუტეციაში!

29 ოქტომბერი 2019

Jo Malone London-ის ბუტიკი 29 ოქტომბერს, ჭავჭავაძის #42-ში, 10:30 წუთზე იხსნება!!!

Poppy & Barley Cologne
30მლ - 192 ლარი

სუნამო ყველაზე ფერადი ხასიათით

გაიცანით ულამაზესი ყაყაჩოების მდელოზე მოცეკვავე ინგლისელი ქალბატონი, რომელიც ცეკვისას განსაკუთრებულ სურნელს აფრქვევს.
სურნელს, რომელშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ფერადი ყაყაჩოების, ოქროსფერი ქერის, ვარდის, იისა და ყვავილების ექსტრაქტი.
"Poppy & Barley უამრავი მოულოდნელი, წარმოუდგენელი და იშვიათი ელემენტებითაა გაჯერებული. ეს არის არომატი ორი კონტრასტული ინგრედიენტით - მიმზიდველი ყაყაჩოებითა და ოქროსფერი მარცვლეულის მოსავლით.
სწორედ ესაა მისი განსაკუთრებული ხელწერაც.
Poppy & Barley იყო დიდი გამოწვევა, შემექმნა და აღმომეჩინა რაღაც სხვა, სრულიად ახალი.
შემექმნა სუნამო გამორჩეული კომბინაციით, სხვადასხვა პოტენციალის მქონე ინგრედიენტებისგან" - პარფიუმერი Mathilde Bijaoui.

 

მსგავსი სიახლეები