ლუტეცია

Foconero-Tiziana Terenzi ლუტეციაში

04 დეკემბერი 2017

სავიზიტო ბარათად ქცეული ხელოვნება, პოეზია და ისტორია...
და სურნელი, რომელიც სწორედ ამ ხელოვნებას, ისტორიასა და პოეზიას აღწერს....

Tiziana Terenzi-Foconero ლუტეციაში

სავიზიტო ბარათად ქცეული ხელოვნება, პოეზია და ისტორია...
განსაკუთრებული მუსიკა და განსხვავებული ტრადიციები...
სილამაზე, რომლის დავიწყება არცერთ ტურისტს არ შეუძლია...
ადგილი, რომელიც მარადიული დარჩენის სურვილს აღძრავს...
მაგიური მიწა, რომელზეც სულ სხვა სურნელი ტრიალებს... 
ეს სასწაული სორენტოა და ყურე, რომელიც მას ესაზღვრება...
ეს სამოთხეა დედამიწაზე სამი ულამაზესი ნახევარკუნძულით ......
ეს კაპრი, ისკია და პროსიდაა ყველაზე შთამბეჭდავი რელიეფებით, საუცხოო არომატებითა და ბევრი, ბევრი ემოციით...

აქ სხვაგვარი დილა თენდება, აქ ჰაერიც სურნელოვანია, აქ ღამეც კი ყველაზე უჩვეულო სიბნელით გვაოცებს...
აქ ციტრუსსაც სხვა გემო აქვს და ხმელთაშუა ზღვაც სხვა შთაბეჭდილებებით გვანებივრებს...
აქ O Sole Mio-ს ნოტებსაც სხვანაირად ხსნიან... 
და მხოლოდ აქ, ასეთ ადგილას თუ დაიბადებოდა Foconero-ც....სურნელი, რომელიც დახუჭული თვალით უნდა მოსინჯო, რათა ბოლომდე შიგრძნო მისი შინაგანი სილამაზე.

შემადგენლობა: იტალიური ლიმონი, ბერგამოტი, ლაიმი, მარილის ექსტრაქტი, ლავანდა, ილანგ-ილანგი, თეთრი კედარი, პაჩული, სანდალის ხე და სხვა

#Foconero #TizianaTerenzi #lutecia

მსგავსი სიახლეები