ლუტეცია

ერთდღიანი ფასდაკლება Eisenberg-ზე

16 თებერვალი 2018

ხვალ პარასკევია და ტრადიციისამებრ Eisenberg გთავაზობთ ექსკლუზიურ ერთდღიან ფასდაკლებას თქვენს საყვარელ 3 პროდუქტზე
მხოლოდ ხვალ 50მლ - 128Gel
ჯანსაღი და ახალგაზრდა სახის კანის საიდუმლო 
Eisenberg
FIRST WRINKLES TENDER EMULSION

TRIO-MOLECULAR®-ის დაპატენტებული ფორმულა და იდეალური შედეგი.
მაქსიმალური ბრძოლა ნაოჭის წინააღმდეგ და ტენიანობის რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღესა და ახალგაზრდულ იერს.
FIRST WRINKLES TENDER EMULSION საუკეთესო ანტიოქსიდანტია. შეიცავს ვიტამინ E-სა და C-ს.
ვიტამინი E ერთერთი აღიარებული და ეფექტური ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა.
ის ზრდის კანის სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უშლის ასაკობრივი ნიშნების წარმოქმნას კანზე.
აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს, ხსნის შეშუპებას და დადებითად მოქმედებს კანის სხვადასხვა პრობლემებზე.(პიგმენტური ლაქები, აკნე, გამონაყარი და ა.შ)
ასევეა ვიტამინი C-ც. 
ასკორბინის მჟავა ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას, აძლიერებს კანს და ანიჭებს მას ახალგაზრდა იერს.
ვიტამინი C ამაღლებს კანის იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამარაგებს ქსოვილს ჟანგბადის აუცილებელი რაოდენობით. 
შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც დილით ასევე ღამითაც, რადგან გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით.

ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ!

P.S Eisenberg Paris-ის მოვლის საშუალებები წარმოდგენილია მხოლოდ ვაკის, პეკინის, გალერია თბილისისა და მარჯანიშვილის ფილიალებში.

მსგავსი სიახლეები