ლუტეცია

-30% CLARINS-ის მზის დამცავი საშუალებების სრულ სპექტრზე!!!

04 ივლისი 2017

საჩუქარი მათთვის, ვინც ზრუნავს კანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე!
-30% CLARINS-ის მზის დამცავი საშუალებების სრულ სპექტრზე!!!

რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები?
პასუხი მარტივია - ულტრაიისფერი სხივები იწვევენ კანის სხვადასხვა დაავადებას, ნაადრევ დაბერებას და ზრდიან კანის კიბოს რისკს...ასევე, ძალიან სახიფათოა თვალებისთვისაც.

როგორ შევარჩიოთ სასურველი მზისგან დამცავი პროდუქტი?
ნებისმიერ პროდუქტზე თქვენ იხილავთ აბრევიატურას SPF(Sun Protect Factor ), ანუ მზისგან დამცავი ფილტრი.
SPF ფაქტორი ყველა პროდუქტს განსხვავებული აქვს. მაგ: 6, 15, 25, 30, 50, 50+ და აშ.
რომელი SPF-ის შერჩევაა სხვადასხვა ტიპის კანისთვის სასურველი?
რამდენიმე წლის წინ კლინიკური კვლევები ამტკიცებდნენ, რომ SPF15 კანის სათანადო დაცვას უზრუნველყოფდა. თუმცა, დღეს მიიჩნევა, რომ რაც უფრო მაღალია SPF მაჩვენებელი, მით უფრო უკეთესია კანისთვის.
მზისგან დაცვა აუცილებელია ყველასთვის. 
მაგრამ, განსაკუთრებით, სახიფათოა მათთვის, ვისაც სენსიტიური ღია ფერის კანის აქვს, გამოირჩევა ღია ფერის თმითა და თვალებით. 
ასევე, საყურადღებოა მათთვის, ვისაც აქვს გენეტიკური განწყობა- ჰყავს კანის კიბოთი დაავადებული ნათესავი.

ცნობისთვის, SPF-ის გამოყენება არ გულისხმობს რუჯის არ მიღებას!!!

SPF ნიშნავს!!! ნამზეურის მიღებას დამწვრობის გარეშე.

SPF ნიშნავს!!! UVB და UVA სხივებისგან სრულფასოვან დაცვას.

რა არის UVB? 
UVB ბეტა სპექტრის სხივებია, რომლებიც მოქმედებს კანის ზედაპირზე. სწორედ, UVB სხივით ვიღებთ ნამზეურს ან მისი არაზომიერი რაოდენობით ვიწვებით.
რა არის UVA ?
UVA ალფა სპექტრის სხივებია, ისინი იმდენად ღრმად აღწევენ კანში რომ აზიანებენ უჯრედს. 
დაზიანებული უჯრედი კი არა მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლი, არამედ ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში ფაქტორიცაა.

clarins sunsafe-ის სურათის შედეგი

clarins sunsafe-ის სურათის შედეგი

მსგავსი სიახლეები