ისი პარი

„სკანდალი“ – სუნამო მინისტრი ქალებისთვის „ისი-პარისგან“

27 სექტემბერი 2017

„ასა ჰოლში“ გამართულ სადილზე „ისი-პარის“ მარკეტინგის დედოფალმა ხატია შამუგიამ ჟურნალისტები მიგვიპატიჟა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მორიგი ახალი სუნამოს გამორჩეულ პრეზენტაციას ველოდით, თუმცა ამჯერად გამორჩეულობას ორიგინალურობაც დაემატა და ჟურნალისტები მაღალი კლასის სადილიდან და ლამაზად გაფორმებული ინტერიერიდან პირდაპირ ღამის კლუბ „სეიფში“ აღმოვჩნდით. ვის, თუ არა „ისი-პარს“, შეუძლია დღის 3 საათზე ღამის კლუბში მიგიპატიჟოს. ცეცხლოვანი ბარმენები, თავისი შოუპროგრამით და სექსუალური გოგონები ლამაზი სტრიპტიზშოუთი იმის მანიშნებელი აღმოჩნდა, რომ სუნამო ნამდვილად იყო გამორჩეული ყველა დანარჩენისგან, რომელიც აქამდე „ისი-პარს“ საქართველოში შემოუტანია. 
ჟან პოლ გოტიეს „სკანდალი“ – ესეც სახელწოდება სუნამოსი, რომლის პრეზენტაციაც ხატიამ ასე ორიგინალურად გადაწყვიტა. ეს არის სუნამო საქმიანი, როგორც ხატიამ გვითხრა, მინისტრი ქალებისთვის, რომლებსაც უნდათ, დატვირთული სამუშაო დღე ღამის გართობით დაასრულონ. 
ხატია შამუგია:
– სუნამოს სახელიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დღევანდელი დღე ფინალამდე გასაიდუმლოებული და სკანდალური ყოფილიყო. ჟურნალისტების გაოცება იოლი საქმე არაა, აქ სუპერპროფესიონალები იკრიბებიან. 
– როგორი ქალბატონებისთვისაა „სკანდალი“?
– ქალბატონებისთვის, რომლებიც დღისით არიან მინისტრები, საქმიანი ქალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებენ და საღამოს სტუმრობენ ღამის კლუბს, სტრიპტიზკლუბს და ჩვეულებრივი ქლაბერი გოგონები არიან. ამიტომაც იყო ორი ლოკაცია დღეს თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის... ფურორი გამოიწვია ამ სუნამომ მსოფლიოში. ეს არის არომატი, რომელიც არ გაიძულებს სკანდალურ ქმედებას. თავად იმდენად სკანდალური და მათრობელაა, რომ ყოველგვარი ქმედების გარეშე იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. სუნამოს ფლაკონი ცალკე ნივთია, რომელიც სუმანოს დაცლის შემთხვევაშიც უნდა იდოს ყველა ქალბატონი სარკის კიდეზე.
– რა შეგიძლია გვითხრა სუნამოს ინგრედიენტებზე?
– ეს არის წითელი ფორთოხალი, თაფლი, გარდენია და ფაჩული. ყველაფერი ეს გამოყენებული იყო კოქტეილებში და სადილში, რომელიც დღეს მოგართვით.
ეკა ხოფერია:
– „ისი-პარი“ და ხატია განუყოფელია ჩემთვის. ირივე დაკავშირებულია ძალიან მაღალ ხარისხთან. ყოველთვის კარგად და საინტერესოდ მოფიქრებულ შეხვედრებთან. ხატიას მიერ ორგანიზებული პრეზენტაციები ყოველთვის არის ინფორმაციული. დღევანდელი პრეზენტაციაც ძალიან ორიგინალური იყო. სიურპრიზს ველოდებოდი ხატიასგან, მაგრამ შუადღისით ასეთ გარემოში მოხვედრას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთხელ ბრავო „ისი-პარის“ და ჩვენს მეგობარს ხატიას.
ლიზა ვადაჩკორია:
– ეს არის მასონების ლოჟა, სადაც ვიკრიბებით ჩვენ, მასონები, ჟურნალისტები, ბლოგერები (იცინის). აქ ხდება ინფორმაციის გაცვლა, ჭორაობა გემრიელი ლანჩისა და ახალი სურნელების ფონზე. დღეს ამ ყველაფერს სტრიპტიზიც დაემატა. ასეთი საღამოები დადებით ემოციას ტოვებს ყოველთვის, რაც ჩვენ, ჟურნალისტებს ძალიან გვაკლია. სულ ნეგატივში ვართ, სულ დაძაბულ რეჟიმში. ამ დროს ჩვენთვის ეს გარემო პოზიტივის ოაზისია. „ისი-პარი“ და ხატია შამუგია ჩემთვის რელაქსთან ასოცირდება.
დალი ჩიტალაძე:
– მთელი დღე გავატარე სკანდალში, მოლოდინის რეჟიმში. „ისი-პარისგან“ სულ განებივრებულები ვართ ლამაზი და ორიგინალური პრეზენტაციებით, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს სკანდალურობაც დაემატა. ვერც მივხვდი, რა მინდოდა ამ კლუბში.
– სურნელზე რას იტყვით?
– ძალიან სექსუალური და ქალურია. კი ვარ მოდის ექსპერტი, მაგრამ ბოლო დროს ცხვირი ექსპერტიც მიწოდეს (იცინის). სწორად ვურჩევ მეგობრებს სუნამოებს.


– მითხარი, რომელ ქართველ სელებრითს მოუხდება „სკანდალი“?
– ნინო კუზანოვას.
– ია ფარულავას არა?
– არა, იას მეტი წიწაკა სჭირდება, რომ მოუხდეს (იცინის). კიდევ სოფო ნიჟარაძეს მოუხდება ეს სუნამო.
 

მსგავსი სიახლეები