ოდისეა

გაეცანით

27 სექტემბერი 2017

უნიკალური ნაშრომი, განსაკუთრებული გამოცემა, ქართველი ერის განძი, ყველა თაობისათვის გამორჩეული წიგნი - „ქართველი მოღვაწეები“ გამომცემლობა “et cetera”_მ გამოსცა. 
იგი აერთიანებს პოლიტიკურ, საერო თუ სასულიერო მოღვაწეებს, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და განვითარებაში.
სწორედ მათი დამსახურებით გახდა შესაძლებელი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება, ქართული იდენტობის ფორმირება თუ კულტურული განვითარება. ბევრი მათგანის წვლილი დღეს დავიწყებულია ან არასათანადოდაა დაფასებული. 
„ქართველი მოღვაწეების“ გამოცემის მიზანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიხსენოს, ახალმა თაობებმა კი იცოდნენ, რა თავგანწირვისა და მცდელობების ფასად ეყრებოდა საფუძველი ქვეყნის კულტურულ, საზოგადო და ისტორიულ განვითარებას. 
წიგნში შესულია მეცხრამეტე საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, იმ დიდი ქართველი მოღვაწეების ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებმაც თავისი ცხოვრება ქვეყნის განვითარებას მიუძღვნეს, რამაც განსაზღვრა ქვეყნის ბედი და ისტორია. 
მკითხველს შესაძლებლობა აქვს ასევე გაეცნოს იმ უნიკალურ ინფორმაციასა და ფოტომასალას, რომელიც ინახება კერძო კოლექციებში, არქივებსა თუ მუზეუმებში. წიგნში მკითხველი ასევე გაეცნობა იმ ქართველი ქალების ისტორიებს, რომლებმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე მოაწერეს ხელი და რომელთაც თავიანთი მოღვაწეობის გამო, გასაბჭოების შემდეგ, ტრაგიკული ბედი ხვდათ წილად.

მსგავსი სიახლეები