მზეთამზე

გემოვანი ვაშლის ძმარი ”მზეთამზეს”-გან

14 ოქტომბერი 2017

გემოვანი ვაშლის ძმარი, რომელიც ”მზეთამზეს” ბრენდის ქვეშ იწარმოება გერმანიაში ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ქართული პროდუქცია მიუნხენში, სურსათის გამოფენაზე გაიტანეს და იქ დიდი მოწონება დაიმსახურება. როგორც ”ფორტუნას” ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, ვაშლის ძმრის პირველი პარტია გერმანიაში სექტემბრის ბოლოს გაიგზავნა, ახლა კი მუშაობა მეორე პარტიაზე მიდის.

”ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანია Glonntaler Backkultur-თან, რომელიც ბიოლოგიურ პროდუქციას აწარმობეს, მათ შორის ნატურალური პურის წარმოებაზე მუშაობას და უმაღლესი ხარისხის პურს უშვებს. გარდა იმისა, რომ თანამშრომლობა ექსპორტის კუთხით დავიწყეთ,  ვეცნობით მათ გამოცდილებას ჭვავის პურის წარმოების საქმეში. ისინი აღნიშნულ პურს განსხვავებული ტექნოლოგიით აწარმოებენ და უმაღლესი ხარისხის პურს იღებენ. გერმანული ტექნოლოგიის გარკვეული დეტალები უკვე დავნერგეთ ”მზეთამზეს” ჭვავის პურის ცხობაშიც, რამაც პურის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა.


 

მსგავსი სიახლეები