მინისო

იპოვე ყველაფერი, რაც გინდა!

08 აპრილი 2019

მინისოს პირველი მაღაზია საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა! მას შემდეგ მომხმარებლების გულები დაიპყრო და მინისოს დიდ ოჯახს კიდევ 9 ფილიალი შეემატა.

                                                                                                   https://www.ipove.ge/company/miniso/4603

მინისოს დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 8,500-ზე მეტი დასახელების, ფერად-ფერად ნივთს იტევს. მინისოში ყველაფერს ნახავ - საყოფაცხოვრებო, სამოგზაურო, თუ ციფრულ აქსესუარებს, სპორტისა და ფიტნესის ატრიბუტებს, თავის მოვლის საშუალებებს, სათამაშოების სერიებს, სეზონურ პროდუქტებსა და საჩუქრებს ყველა ასაკისა, თუ გემოვნების ადამიანისთვის.

 

                                                 

                                         

მინისო სხვა ბრენდებთანაც მეგობრობს და ამ ეტაპზე, მომხმარებლებს Pink Panther-თან, Cartoon Network-თან, Intercos-თან და Pantone-სთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექციებით ანებივრებს.

                                                                        

                                              

გარდა ამისა, მინისოს დახლებზე Apple-ის მიერ სერტიფიცირებული ციფრული აქსესუარებია წარმოდგენილი.

                                    

მინისოს ნებისმიერი ნივთი ხარისხის მინიმუმ ერთთვიან კონტროლს გადის, რაშიც 300-მდე სპეციალისტისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს და პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფუძვლიანი ეტაპის გავლის შემდეგ ხვდება.

                                                               

                                       

მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი კოლექციების თითოეულ პროდუქტს უნიკალური დიზაინი და სასარგებლო ფუნქციური დატვირთვა აქვს, რაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოვრება უფრო მხიარული, მარტივი და საინტერესო გახდეს.

                                                                           

მსგავსი სიახლეები