ჰუავეი

კომპანიის ახალი შემოთავაზება

27 სექტემბერი 2017

ქ. შენჟენში Huawei-ის "ანალიტიკოსთა გლობალური სამიტი 2017" აპრილში აპრილში. "Huawei"-მ სამიტზე წარადგინა ახალი Cloud BU და გაუშვა პირველი საჯარო ღრუბლოვანი (Cloud) მომსახურების პაკეტი ServiceStage.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ანალიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.

 

კომპანიის ახალი შემოთავაზება აერთიანებს სამუშაო პროცესის განვითარების სტრუქტურას, აპლიკაციას, რესურსების დაგეგმვის ჩარჩოებსა და მიკრო-მომსახურების ოპერაცია-მართვის სტრუქტურებს. პარტნიორებთან ერთად შემუშავებული ინოვაციური გეგმის მიხედვით, Huawei-მ წელს სპეც-სცენარის მქონე ქლაუდის მომსახურების ათი ვერსია წარადგინა. მათ შორის იყო HPC Cloud, SAP Cloud, IoT Cloud და სხვ. Huawei Public Cloud-ი ისევე, როგორც მომსახურების ადგილობრივი შესაძლებლობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლებისთვის მეტი ბიზნეს ღირებულების შეძენას ემსახურება, რაც კომპანიების ქლაუდზე გადასვლის პირობებში, "Huawei"-ს სანდო პარტნიორად ხდის.

 

"ღრუბლოვანი ტექნოლოგია ბიზნესის ზრდის ერთგვარი ძრავია, ვინაიდან ციფრული გარდაქმნები სულ უფრო ჩქარდება. Huawei მიჰყვება თავის კვლევისა და გავნითარების გეგმას, რომლის შედეგიც სწორედ ქლაუდის მომსახურების ზემოხსენებული შემოთავაზებაა. Huawei მსოფლიოს წამყვანი კლიენტების სასუვრელი პარტნიორი გახდა და ჩვენ განვაგრძობთ მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას." - განაცხადა Huawei-ის Cloud BU და IT პროდუქტებზე პასუხისმგებელმა პირმა ჟენგ იელაიმ.

 

Huawei-ში აცხადებენ, რომ კომპანიებმა ქლაუდის მიერ შემოთავაზებული სარგებელი, თავიანთი კლიენტების მომსახურებისთვის უნდა გამოიყენონ. Huawei ქლაუდის სისტემაში და მის განვითარებაში თითქმის ათი წელია დებს ინვესტიციებს, პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის სრული გარანტიებით. Huawei მომხმარებელს სთავაზობს OpenStack პრინციპზე დაფუძნებულ აგებულებას სხვადასხვა პლატფორმის მარტივად დასაკავშირებლად და ერთიანი გლობალიზებული ქლაუდის შესაქმნელად. Huawei-მ თავისი შიდა ინფორმაციული ტექნოლოგიები, განავითარებისა და კლიენტთა მომსახურების სისტემები ქლაუდზე მოათავსა. კომპანიას მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში ჰყავს ადგილობრივი მხარდამჭერი გუნდები და 12 000 მომსახურების პარტნიორი თავის ქსელში. აღსანიშნავია, რომ Huawei-ს თავად შეუძლია, დაეხმაროს კომპანიებს თავიანთი ბიზნესის ქლაუდზე გადატანაში.

 

2017 წლის მარტში Huawei-მ გამოაცხადა Cloud BU-ის 2000-კაციანი შემადგენლობით შექმნა და ათ კატეგორიად გაყოფილი 54 სრული ქლაუდ მომსახურება წამოიწყო. მას შემდეგ, მოთხოვნა გაიზარდა და ჩინეთზე, ევროპაზე, ჩრდილოეთ და ლათინო ამერიკასა და სხვა რეგიონებზე გავიდა, რომელთა შორის ისეთი მოწინავე კომპანიებიც კი არიან, როგორებიცაა Volkswagen, Philips და CERN. Huawei ასევე თანამშრომლობდა გადამზიდებთან, როგორებიცაა Deutsche Telekom, China Mobile, and Telefónica და მათაც სთავაზობდა მორგებულ საზოგადოებრივ ქლაუდ სერვისს. მნიშნელოვანია, რომ ეს ქლაუდები Huawei-ის პლატფორმებზე მუშაობს.

 

Huawei აგრძელებს პარტნიორებთან ერთად ქლაუდის სანდო მომსახურების მიწოდებაზე ზრუნვას, რომელიც დაფუძნებული იქნება მთავრობის, ფინანსების, წარმოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვა კლიენტების ადგილობრივი მომსახურების მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები