Please scroll down for English

განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, მუზეუმის გადაწყვეტილებით, დავით მაჭავარიანის სოლო გამოფენა გრძელდება 19 ივლისის ჩათვლით.
19 ივლისს, საღამოს 6 საათიდან კი შეგიძლიათ მობრძანდეთ გამოფენაზე, შეხვდეთ ავტორს და ასევე შეიძინოთ წიგნი - გრაფიკული რომანი "ვეფხისტყაოსანი" მუზეუმის მაღაზიაში, რომელზეც სურვილის შემთხვევაში ხელს მოგიწერთ თავად ავტორი - დავით მაჭავარიანი.

გრაფიკული რომანის 224 გვერდის გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დავით მაჭავარიანის ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ქმნიდა. მათ შორის კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები. 2014 წელს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დავით მაჭავარიანმა შექმნა სამკაულების კოლექცია „ზარაფხანისთვის“, რომელიც ასევე გამოფენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში.

დავით მაჭავარიანის და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივი საეტაპო პროექტით - „ვეფხისტყაოსანი“ „სულაკაურის გამომცემლობამ“ საკუთარი 20 წლის იუბილე აღნიშნა, დავით მაჭავარიანმა კი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე 10 წლიანი მუშაობის პროცესი დაასრულა.

ხელოვანმა პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახეები შექმნა. გრაფიკული რომანისთვის ტექსტის ადაპატციაზე პრემია „საბას“ ლაურეატმა მწერალმა, სალომე ბენიძემ იმუშავა.


Due to high popular demand, the museum has made a decision to extend David Machavariani’s solo exhibition through July 19. At 6 PM, July 19, you are welcome to visit the exhibition, meet the artist, and buy at the museum’s shop your very own copy of the graphic novel The Knight in the Tiger’s Skin which will be signed upon request by artist David Machavariani.

Besides the graphic novel’s 224-page sketches, the exposition displays all of David Machavariani’s works created in the past ten years on the themes of The Knight in the Tiger’s Skin, including illustrations for classical editions. In 2014, based on The Knight in the Tiger’s Skin, David Machavariani designed a jewelry collection for Zarapkhana, another exhibit to be showcased at the Georgian Museum of Fine Arts.

The Knight in the Tiger’s Skin, a milestone joint project by David Machavariani and Sulakauri Publishing, marks the 20th anniversary of the publisher, and the completion of David Machavariani’s 10-year work on the motifs of The Knight in the Tiger’s Skin.

The artist has created unique, brand new and special images for each of the poem’s episodes and characters. The text for the graphic novel was adapted by Saba Award Winner Salome Benidze.

 

 

მსგავსი სიახლეები