გასა

რამდენიმე რჩევა თუ როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

28 სექტემბერი 2017

რამდენიმე რჩევა, როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას 

1. ღია თარიღები მოგზაურობისთვის - ეცადეთ მაქსიმალურად მოქნილი იყოთ ავიაბილეთების თარიღების შერჩევისას. ზოგჯერ 1 დღით გვიან გაფრენა და დაბრუნება საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ. 

2. მგზავრობა რამდენიმე ტრანსპორტის კომბინაციით - ხშირ შემთხვევაში ავიაბილეთი პირდაპირი მიმართულებით თქვენს სასურველ ქალაქამდე უფრო ძვირია, ვიდრე მახლობელ ქალაქში ჩასვლა და შემდეგ მატარებლით ან ავტობუსით გადაადგილება. ავიაბილეთის შეძენამდე დააზუსტეთ ასეთი კომბინაციის შესახებაც ინფორმაცია. გასას ოპერატორები დაგეხმარებიან ამის გადამოწმებაში და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს მოგიძებნიან მომავალი მოგზაურობისთვის 

3. პირდაპირი ფრენა A ქალაქიდან B-ში შესაძლოა უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ფრენა A-დან C-ში, B ქალაქში ტრანზიტით. ასეთ დროს შეგიძლიათ იყიდოთ ეს ბილეთი და გამოიყენოთ მხოლოდ A-დან B-მდე ფრენის მონაკვეთი (გასათვალიწინებელია რომ იგივე პრინციპი არ ვრცელდება უკანა გზაზე. ამიტომ ეს რჩევა მხოლოდ 1 გზა ავიაბილეთის შეძენისას გამოგადგებათ). 

4. შიდა გადაადგილება - დიდ ქალაქებში მოერიდეთ მანქანის დაქირავებას. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ ველოსიპედის გაქირავების სერვისი გამოიყენოთ. ამით თავიდან აირიდებთ პარკინგის თუ საწვავის გადასახადს და სხვა ზედმეტ ხარჯებს. 

5. აპარტამენტი და კვება - სასტუმროს ნაცვლად შეგიძლიათ უცხო ქალაქში ბინა იქირავოთ. ეს გარდა იმისა, რომ სასტუმროზე იაფი შესაძლოა იყოს, დამატებითი ხარჯების შემცირების საშუალებას გაძლევთ: საკვებში ფული აუცილებლად დაგეზოგებათ თუ თავად მოიმზადებთ და ყოველ ჯერზე რესტორანში არ ისადილებთ.

6. უფასოდ ეწვიეთ მუზეუმებს - ევროპაში ბევრ ტურისტულ ადგილას შესვლა თვის კონკრეტულ დღესა თუ საათზე უფასო ან შემციებული ფასითაა. მაგ.: კოლიზეუმში თვის პირველ კვირა დღეს მოხვდებით უფასოდ, პრადოს მუზეუმში მადრიდში კი ყოველდღე, კვირის გარდა 6-დან 8-მდე შეხვალთ უფასოდ, ბარსელონაში და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

Oktravel-ში აქციაა!

08 იანვარი 2020
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

Oktravel-ში აქციაა!

28 დეკემბერი 2019
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

იმოგზაურე ვოიაჟერ 365'თან ერთად!

27 დეკემბერი 2019
#ბოლონია_ფლორენცია_რომი
დეტალურად