ფაბრიკა

თუ გჯერა ყოველდღიური ცვლილებების, შემოგვიერთდი!

16 ივლისი 2019

ყოველდღიურად ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით აზრებს, ემოციებს და წიგნებს. გვჯერა, რომ კითხვა ცვლის ჩვენს ფიქრებს, ფიქრები - ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

„საბკულტურა“ საბას ახალი ინიციატივაა. მოძრაობა, სადაც წიგნში სტრიქონების ცვლილებასთან ერთად დამოკიდებულებებსაც ცვლი.

გეპატიჟებით 17 ივლისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (საკონფერენციო დარბაზი) - იქ, სადაც იმაზე მეტი სიახლე გელის, ვიდრე ელოდები.

მის: ე. ნინოშვილის #8

მკითხველთა ახალი მოძრაობა, Saba Reader-ის ახალი ვერსია და ლევან ბერძენიშვილის ლექცია ლიტერატურის მნიშვნელობის შესახებ!

თუ გჯერა ყოველდღიური ცვლილებების, შემოგვიერთდი!


დასწრება თავისუფალია.

 

მსგავსი სიახლეები