ექსპო ჯორჯია

კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა!

25 ოქტომბერი 2019

20-22 ნოემბერს გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - სოფლის მეურნებისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

Agro Expo-ს მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს.

სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დაგხვდებათ: სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, კვების ტექნოლოგიები, საირიგაციო სისტემები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საშრობები, და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა. შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები,სამაცივრე აღჭურვილობა და ა.შ.

გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. დაინტერესების შემთხვევაში, ექსპოჯორჯიას გუნდს შეუძლია თქვენსა და მონაწილე კომპანიას შორის გამოფენის მე-11 პავილიონში შეხვედრის დაგეგმვა.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები