კაფე "ვოლვერი"

კაფე ვოლვერი მეღვინეობა არტიზანს უმასპინძლებს!

08 ნოემბერი 2017

ხუთშაბათს, Cafe Volver უმასპინძლებს პატარა მეღვინეობას Artizani • არტიზანი რომელიც სამმა მეგობარმა დააარსა 2015 წელს. მათი ფილოსოფიაა ქართული ენდემური ჯიშების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა და არომატული ღვინოების დაყენება ბუნებრივად, ხელოვნური ჩარევების და გოგირდის გარეშე. 
თქვენ გექნებათ შანსი გაიცნოთ მეღვინეები, გაესაუბროთ მათ ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე, მათ ხედვაზე და, რაც მთავარია, გასინჯოთ 2016 წლის მოსავლის საფერავი.

მსგავსი სიახლეები