კაფე "სახლი მადათოვზე"

გვეწვიეთ კაფე-ში "სახლი მადათოვზე"

07 ოქტომბერი 2017

მე-19 საუკუნის ბოლო. წარმოვიდგინოთ რომ მაშინაც ასე იყო, ძალინ ცხელი ზაფხულის შემდეგ, ერთ დღესაც ძალიან აცივდა, ახალგაზრდა სემინარიელი, მშვიდად მიაბიჯებდა პატარა ქალაქის, კიდევ უფრო პატარა ქუჩებში და ჩუმად ვიღაცის შემოჩეჩებულ კომუნისტურ პროკლამაციას კითხულობდა. 
არ ვიცით შესაძლოა ქუჩები, გუშინდელი წვიმისგან იქაც სველიც ყოფილიყო, თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს... 
და მოულოდნელად სემინარიელი გაჩერდა, პირველი სართულის ფანჯრების გავლით მის გონებაში, ჯადოსნურმა, მოხალული კაკლის და ვაშლის სურნელმა შეაღწია, (დაახლოებით ისე როგორც მულტფილმებშია, ნელა-ნელა, რხევა-რხევით) გემრიელმა სურნელმა მისი გონება მთლიანად შეიპყრო და სწორედ იმ მშვენიერ წამს მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი საქმე მზარეულობა იყო. სოსომ პროკლამაცია სადღაც მოისროლა და მთელი შემდეგი ცხოვრება მზარეულობას დაუთმო. სხვა საქმიანობისკენ არც კი გაუხედავს... შესაძლოა ასე მომხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ.

ეს გორული ვაშლის სალათია, შემწვარი ვაშლით, დაბრაწული კაკლის ლებნებით და ქლიავის ჩირით... ისეთი გემრიელია რომ როდესაც გასინჯავ, ყველაფერს დადებითს აღვიძებს შენში (რაც არ უნდა ღრმად ეძინოს)

მსგავსი სიახლეები

მიიღე საჩუქარი მაკდონალდსისგან!

27 დეკემბერი 2019
#ჯადოსნურიდღესასწაულები
დეტალურად