სარეკლამო კომპანია "advertwise'

გაინტერესებთ როგორ გავხადოთ ბლოგპოსტი კითხვადი?

15 ოქტომბერი 2017

მათთვის ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ბლოგინგის სამყაროში რამდენიმე რჩევა გვაქვს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გახადონ  ბლოგპოსტი უფრო კითხვადი.

1. პირველ რიგში საჭიროა თემის სწორად შერჩევა
მნიშვნელოვანია წერდეთ იმ თემაზე რაც რეალურად გაინტერესებთ, რადგან ასეთ დროს პოსტი უფრო უშუალო და საინტერესო გამოდის.

2.უნდა განსაზღვროთ აუდიტორია
გასათვალისწინებელია ვისთვის წერთ, წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას და დაფიქრდით რა სახის კონტენტი მოგეწონებოდათ.

3.მიმზიდველი სათაური
აირჩიეთ სათაური, რომელიც მაქსიმალურად მოკლედ აღწერს თქვენს თემას და ამასთან სურვილს უჩენს მკითხველს უფრო ვრცლად გაეცნოს.

4.დაახარისხეთ და დაყავით კონტენტი სექციებად
იმისათვის, რომ ვრცელი ტექსტი დამღლელი არ იყოს მკითხველისთვის კარგი იქნება თუ პოსტს ექნება სტილი, დაყოფილი იქნება აბზაცებად და მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც გამოიყოფა ერთმანეთისგან.

5. დაწერეთ შესავალი
მნიშვნელოვანია პირველი აბზაცი, შესაძლოა იყოს რამოდენიმე წინადადება ანუ მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ თუ რას ეხება პოსტი, ისე რომ მკითხველი ჩაერთოს და სურვილი გაუჩნდეს განაგრძოს კითხვა.

6. On Page SEO ოპტიმიზაცია
საინტერესო პოსტი კარგია, მაგრამ აზრს კარგავს თუ ვერავინ ნახავს. უზრუნველყავით ის, რომ თქვენი ბლოგი ოპტიმიზირებული იყოს საძიებო სისტემებისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? კარგი კონტენტი, საკვანძო სიტყვები, Alt Tag-ები.

7. ბანერი პოსტისთვის
და ბოლოს მნიშვნელოვანია ვიზუალი, რომელიც ყურადღებას მარტივად მიიქცევს, კარგია თუ იდეა გამოხატული იქნება ბანერზეც.

 

მსგავსი სიახლეები