● მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს საქართველოში უშვილობის გამომწვევ მიზეზად რატომღაც უფრო მეტად ქალები მიაჩნიათ, სტატისტიკურად კი უშვილობა ათიდან მხოლოდ 4 შემთხვევაშია ქალის ბრალი. 40%-ში მამაკაცია უნაყოფო, 20%-ში კი ორივე.

● მხოლოდ წყვილის შემოწმების შემდეგაა შესაძლებელი დადგინდეს თუ რომელი მათგანია უშვილო.

● მამაკაცის უშვილობის მიზეზი, უმთავრესად, არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ვერ ახერხებს. თვით სპერმის არასრულფასოვნება კი ნეიროენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომიურ-ფიზიოლოგიურ და სხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

● აღსანიშნავია გარეგანი ფაქტორების - ეკოლოგიური პირობების, არაჯანსაღი საკვების, სტრესის გავლენაც. ამას ერთვის ახალგაზრდა მამაკაცის მავნე ჩვევები. ყოველივე ეს დროთა განმავლობაში სპერმის სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს.

● დღეს ძილის რეჟიმის დარღვევა მოზარდებისა და ახალგაზრდების ყველაზე დიდი მტერია. ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს.

● არსებობს მოსაზება, რომ უშვილობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომა შეიძლება იქცეს.
● უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ კომპიუტერთან ჯდომა უშვილობას არ იწვევს,მაგრამ კომპიუტერთან საათობით ჯდომა ვნებს ნერვულ სისტემას, იწვევს ძილის დარღვევას. ეს კი, თავის მხრივ, სპერმის სიჯანსაღეზე მოქმედებს.

● გირჩევთ , იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით და ერიდოთ მავნე ჩვევებს რაც შეამცირებს უშვილობის გამომწვევ მიზეზებს.

მსგავსი სიახლეები