ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

საშვილოსნოს ყელის ეროზია / წყლული

11 დეკემბერი 2017

საშვილოსნოს ყელის ეროზია / წყლული 
ესაა საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც წარმოიქმნება წყლული.

ეროზიის ჩამოყალიბება ხდება ხანგრძლივად და მწვავედ მიმდინარე ანთებითი დროს; კლიმაქტერულ პერიოდში ესტროგენების ნაკლებობისას; გინეკოლოგიური გასინჯვისას ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაში და სხვ.

საშვილოსნოს ყელის ეროზია იშვიათად გვხვდება და მკურნალობას არ საჭიროებს.

გახსოვდეთ ხშირად ერევათ "ეროზია" და "ექტოპია".

ექტოპია - მდგომარეობაა, როცა საშვილოსნოს ყელის არხის ქსოვილი განლაგებულია არხის გარეთ, იქ სადაც ის არ უნდა იყოს. თუმცა ეს ფიზიოლოგიური ცვლილებაა, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ყველა ქალის საშვილოსნოს ყელი განიცდის. ექტოპიას ადრე ეროზიას უწოდებდნენ და დღესაც ხშირად გამოიყენება აღნიშნული ტერმინოლოგია, რასაც ხშირად პაციენტები შეცდომაში შეყავს.

ექტოპიას მკურნალობა არ სჭირდება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
მაგ: ექტოპია 35 წლის ასაკის შემდეგ, გასინჯვისას სისხლმდენი, დიდი ზომის.

თუ ექტოპიის გარდა აღინიშნება გარკვეული პათოლოგია ამ შემთხვევაში პაპ ტესტით ვლინდება უჯრედის პათოლოგიური ცვლილებები.

მსგავსი სიახლეები