ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

რა არის კლიმაქტერიული სინდრომი?

03 ნოემბერი 2017

შეკითხვა ექიმს :
- რა არის კლიმაქტერიული სინდრომი - როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება

პროფესორი არსენ გვენეტაძე ( ზურაბ საბახტარაშვულის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი) ქალბატონის ცხოვრებაში არის პერიოდი , რომელიც საშუალოდ ორმოცდახუთი - ორმოცდაათი წლის ასაკში იწყება და გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. თამამად შეიძლება ითქვას , ეს 25-30 წელი ყველაზე ნაყოფიერი წლებია ადამიანებისთვის წარმტების მისაღწევად. სიბერის ასაკმა უკვე გადაიწია ორმოცდაათი წლიდან სამოცდათხუთმეტ წელზე , ეს რეალობაა და რადგან ქალმა თავისი ცხოვრების არცერთი წელიწადი არ უნდა დაკარგოს პრობლემებთან ბრძოლაში , განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავხადოთ მისი ყოველდღიურობა კომფორტული, სწორად კლიმაქტერულ ასაკში.
ანუ , ისეთი ჩივილები , როგორიცაა ალები , ფსიქოემოციონალური გაღიზიანება , თავის ტკივილი , უძილობა , უგუნებობა , თავბრუსხვევა , ჩივილები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ , გულის აჩქარება და ასე განსაჯეთ , სიკვდილის შიშიც კი არ უნდა ჩაითვალოს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ნორმად. არამედ ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება თავის ცხოვრების შესანიშნავი პერიოდი გაატაროს დისკომფორტის გარეშე 
იყოს პროდუქტიული და ბედნიერი, როგორც პირად ცხოვრებაში , ისე თავის პროფესიულ საქმინობაში.
ქალებს, რომლებსაც კლიმაქტერიული პრობლემები აქვთ სჭირდებათ დროული , სწორი და პროფესიონალური დახმარება. მხოლოდ ერთ აბს დღეში , ქალი შეუძლია გახადოს ბედნიერი , პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რამეთუ მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, როცა კლიმაქტერიულ სინდრომთან დაკავშირებულუ ჩივილები იხსნება. ჩვენს კლინიკას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სინდრომის სწორი მკურნალობის და უამრავი 50 იდან 60 წლამდე ასაკის ქალბატონი მართლაც რომ სისხლსავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები