ქირურგიული დეფლორაცია

ყველა ქალის საქალწულე აპკი გამოირჩევა თავისებურებებით.

ზომა, ფორმა, შესახედაობა, სისქე, აგრეთვე სისხლმომარაგება – ეს ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია. ამიტომაც დეფლორაცია ყველა ქალში განსხვავებულად ხდება.

ჩვეულებრივ, დეფლორაციის დროს აღინიშნება ტკივილი და მცირე სისხლდენა, მაგრამ ეს არ არის გამონაკლისი.

სტატისტუკირად ქალების 30% პირველი კოიტუსის დროს არ აღენიშნება სისხლდენა და ტკივილი.

არის საპირისპირო შემთხვევებიც: აპკი იმდენად სქელია, რომ მამაკაცს არ შეუძლია მისი გახევა, ან შეუძლია, ოღონდ ქალს ამ დროს იმხელა ტკივილს და ტრავმას მიაყენებს, რომ სექსი კოშმარად იქცევა ქალისთვის. ასეთ შემთხვევებში ტარდება ქირურგიული დეფლორაცია.

ქირურგიული დედფლორაციის ჩვენებებია: ძალიან ელასტიური საქალწულე აპკი, როცა აპკი არ იხევა; სქესლი აპკი, რომელიც ხელს უშლის სექსის ქონას.

ზოგჯერ აპკის ქირურგიული დეფლორაცია ხდება სამედიცინო ჩვენებით, მაგ, აპკი არის არაპერფორირებული და მენსტრუალური სისხლის გამოსვლა შეეუძლებელია. ამ დროს მენტრსუალური სისხლი ვერ გამოდის გარეთ და გროვდება საშოში და ჩნდება შესაბამისი სიმპტომები: პერიოდული ტკივილი მუცლის ქვემო მიდამოში, რომლებიც ემთხვევა მენსტრუაციის პერიოდს.

ქირურგიული ჩარევა ამ დროს უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრეულად.ქირურგიული დეფლორაცია ტარდება სამეანო სკამზე, ადგილობრივი ანესთეზიით. იშვიათ შემთხევაში შეიძლება საჭირო გახდეს ნარკოზი. როგორც წესი, მანიპულაციას სჭირდება არა უმეტს 5 წუთისა.

ოპერაცია ტარდება ამბულატორიულად, ტკივილის შეგრძნება მინიმუმამდეა დაყვანილი. ქალს შეუძლია ერთ საათში დატოვოს კლინიკა, გამონაკლისია ნარკოზის გამოყენების შემთხვევა.პოსტოპერაციულ პერიოდში საჭიროა ინტიმური ჰიგიენის დაცვა .

მსგავსი სიახლეები