კვერცხუჯრედის გაყინვა

ამ პროცესს 21-ე საუკუნეში არაერთი ქალბატონი მიმართავს.

დღეს პროცედურით სარგებლობა როგორც ჩვენთან , ისე სხვა რეპროდუქციულ კლინიკებში წარმატებით ხორციელდება.
მეტიც , სიამაყით მინდა გამცნოთ , რომ ამ მეთოდით ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში უკვე არაერთი ქალბატონის ორსულობა შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალს აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი, მისი ნაყოფიერების უნარი მცირდება ასაკთან ერთად. კვლევებმა აჩვენა, რომ 27 წელის შემდეგ ქალის ორგანიზმში მცირედი ცვლილებები ხდება, 35 წლის შემდეგ კი ქალის რეპროდუქციული უნარი მკვეთრად მცირდება.

მარტოხელა ქალი, რომელიც გვიანდელ ასაკში გეგმავს ბიოლოგიური შვილის გაჩენას. ასაკში მისი რეპროდუქციული ფუნქცია უკვე აღარ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ შეძლოს ჯანმრთელი კვერცხუჯრედის ან საერთოდ, კვერცხუჯრედის პროდუცირება; ხოლო გაყინული, ახალგაზრდა კვერცხუჯრედების გამოყენება მას ბიოლოგიური შვილის გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ქალებს კვერცხუჯრედის გაყინვა ძირითადად შემდეგი მიზეზებით სჭირდებათ:
ონკოლოგია;
მძიმე ენდომეტრიოზი;
საკვერცხის განმეორებითი ცისტების არსებოება.

შედეგი : გამოდნობის – 90%, ხოლო კვერცხუჯრედის გამოლღობის, განაყოფიერების და შემდეგ ორსულობის დადგომის – დაახლოებით 60 % ია .

რეზულტატი იმედს უსახვას ყველა იმ პაციენტსაც, ვისაც სოციალური მდგომარეობის გამო ესაჭიროება კვერცხუჯრედის გაყინვა.

მსგავსი სიახლეები