ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

ჰორმონები და მათი შესაძლებლობები

21 დეკემბერი 2017

ჰორმონები და მათი შესაძლებლობები,
რა განაპირობებს მათ დეფიციტს ან სიჭარბეს და რისი გამოწვევა შეუძლია ასეთ შემთხვევას

ესტროგენები (ესტრადიოლი და ესტრიოლი) ძირითადად საკვერცხეებში, უფრო ზუსტად, მომწიფებულ ფოლიკულებში სინთეზდება, თუმცა ცოტაოდენს თირკმელზედა ჯირკვალიც წარმოქმნის.
ეს ორი ჰორმონი ქალის რეპროდუქციული (გამრავლების) ფუნქციის მთავარი ელემენტია და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს. ესტროგენი განაპირობებს ქალურ ფორმებს, სინაზესა და ემოციურობას, ხასიათს .
ესტროგენების წყალობით კანი ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს, თმა კი ბზინვარებას.
თუ ესტროგენების ლიმიტი ამოიწურა, ხელებსა და სახეზე ჭარბი თმა შეიმჩნევა, ხოლო მომატებისას ადამიანი წონაში მატება.

ესტროგენების დეფიციტს უმეტესად ოვულაციის არარსებობა განაპირობებს. ამ დროს ირღვევა მენსტრუაციულ ციკლი, ყალიბდება უნაყოფობა, შეიმჩნევა ლორწოვანი გარსების სიმშრალე დეპრესია, შრომის უნარის დაქვეითება.

როგორც ესტროგენები, პროგესტერონიც ძირითადად საკვერცხეებში გამომუშავდება, ძალიან ცოტა – თირკმელზედა ჯირკვლებში, ხოლო ორსულობის მე-16 კვირიდან მის სინთეზს პლაცენტა იწყებს.
ის ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (ჩანერგვისთვის), შემდეგ კი ენდომეტრიუმს აშრევებაში უშლის ხელს, ამცირებს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარს, ხელს უწყობს საშვილოსნოს ზრდას...

პროგესტერონის დეფიციტი იწვევს უნაყოფობას, ზრდის სპონტანური აბორტის საფრთხეს, არღვევს მენსტრუაციულ ციკლს.
ამ ჰორმონის დონის მატება ჩვეულებრივ თუ პათოლოგიაა, ორსულობის დროს ნორმად ითვლება.

მჰ და ფმჰ
ანუ მალუთეინიზებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონები, რომლებიც თავის ტვინის ერთ-ერთ ჯირკვლოვან უბანში – ჰიპოფიზში წარმოიქმნება. ფმჰ ფოლიკულების ზრდა-განვითარებას განაგებს, ხოლო მჰ საკვერცხეებზე ზემოქმედებს და ესტროგენების პროდუქციას ასტიმულირებს.

მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის მომატების მიზეზი, შეიძლება იყოს საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპოფიზის სიმსივნე, სტრესი, მკაცრი დიეტა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.

მალუთეინიზებელი ჰორმონი ოვულაციაზე მოქმედებს, მისი სიმცირის დროს უნაყოფობის პრობლემა იჩენს თავს.

ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დეფიციტი ჭარბი წონისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ვითარდება. ამ დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი – როგორც წესი, ვითარდება ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა).

პროლაქტინი ჰიპოფიზში წარმოიქმნება. მისი ზეგავლენით ვითარდება და იზრდება სარძევე ჯირკვლები და, რაც მთავარია, წარმოიქმნება რძე. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამ ჰორმონის დონე იმატებს, რაც ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში კი მისი სიჭარბე პათოლოგიად მიიჩნევა. მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა (ხშირად – სიმსივნის გამო), ჰიპოთირეოზი საკვერცხეების პოლიკისტოზი, აუტოიმუნური დაავადებები ვიტამინ B6-ის დეფიციტი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი.
პროლაქტინის დონის მატების ერთ-ერთი ნიშანი ძუძუდან რძის ან ხსენის ჟონვაა. ხშირია აგრეთვე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, სრული გაქრობაც კი, და უნაყოფობა.

ანდროგენები ანუ მამაკაცური ჰორმონები , თირკმელზედა ჯირკვალში წარმოიქმნება.
ერთი შეხედვით, რაში უნდა სჭირდებოდეს მდედრს მამრის ჰორმონი? რეალურად კი ანდროგენების გარეშე ქალის არსებობა წარმოუდგენელია: სწორედ მათი წყალობით აღეძვრება ქალს ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ;

გარდა ამისა, ანდროგენები განსაზღვრულ გავლენას ახდენენ თავის ტვინის, ძვალკუნთოვანი სისტემის, ცხიმის ჯირკვლების მუშაობაზე.

ტესტოსტერონის დონის მატებას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ან ჰიპოფიზის ჰორმონების ზეგავლენით მათი ჰიპერფუნქცია, საკვერცხეების სიმსივნური გადაგვარება, პოლიკისტოზი.

ანდროგენების დეფიციტი უფრო იშვიათია. მისი მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება, ჭარბი წონა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეგეტარიანული კვებაც კი.
როდესაც ორგანიზმში ანდროგენების დონე იმატებს, ქალს სხეულზე ჭარბად ეზრდება თმა, სახეზე აკნე გამოეფინება, აგრესიული ხდება, ხოლო თუ ტესტოსტერონის ჰიპერპროდუქცია დიდხანს გაგრძელდა, ქალური ფორმები იკარგება და მდედრის სხეული მამაკაცისას ემსგავსება: ვიწრო მენჯები, განიერი მხრები, კარგად გავითარებული კუნთები...
რაც შეეხება ანდროგენების დეფიციტს, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც ამ დროს იჩენს თავს, ლიბიდოს შესუსტებაა.

ოქსიტოცინიც თირკმელზედა ჯირკვალში სინთეზდება. სწორედ მისი წყალობით არის ქალი ასეთი ნაზი და მზრუნველი. განსაკუთრებით უხვად ოქსიტოცინი მშობიარობის შემდეგ წარმოიქმნება – გარდა იმისა, რომ საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს, დედას შვილისადმი სათუთი გრძნობების გამომუშავებაშიც ეხმარება.

თიროქსინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს და, ამდენად, ჰაერივით სჭირდება ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ტვინს. ქალები, რომლებსაც თიროქსინი ნორმაში აქვთ, საზრიანები და ჭკვიანები არიან. საკმარისია, მისმა ოდენობამ მოიმატოს, წონა კლებას იწყებს, მასთან ერთად კი იკლებს... აზროვნების უნარიც!
თიროქსინის დეფიციტის დროს წონის მატება შეინიშნება, მაგრამ, აი, ჭკუისა – არა. აზროვნების უნარი ამ შემთხვევაშიც ქვეითდება.

ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება და ნახშირწყლებს გლუკოზად შლის. სწორედ ამის წყალობით მიეწოდება ტვინს აზროვნებისთვის საჭირო სიტკბო და მდედრიც “ინტელექტუალური ლედის” იარლიყს ირგებს.
ამ ჰორმონის დეფიციტი მძიმე პათოლოგიას – შაქრიან დიაბეტს იწვევს.

სომატოტროპინი, სხვაგვარად – ზრდის ჰორმონი, ჰიპოფიზში წარმოიქმნება. მისი წყალობით იზრდება ძვლები, მყესები, იოგები და კუნთები ძალასა და ელასტიკურობას იძენს. ეს ჰორმონი ამაგრებს მკერდის კუნთს, რაც ძუძუს ქსოვილს სათანადო ფორმას უნარჩუნებს.
თუ აქტიური ზრდის პერიოდში სომატოტროპინი ჭარბად წარმოიქმნა, გოგონა ძალიან მაღალი გაიზრდება, ზრდასრულ ქალებს კი ჰორმონის სიჭარბისას ეზრდებათ ნიკაპი, ცხვირი, თითები.

სომატოტროპინის დეფიციტი ზრდის შეფერხებას იწვევს. მისი გამომუშავება ფერხდება გადაღლილობისა და უძილობის შედეგად.

 

მსგავსი სიახლეები