ალკოჰოლი და ორსულობა

ყველამ კარგად ვიცით ,რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება საზიანოა ნოყოფისთვის,თუმცა ცოტამ თუ იცის ზუსტად რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მავნე ჩვევამ.

საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი ყოველგვარი სირთულის გარეშე გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ორგანიზმში ხვდება. მავნეა როგორც თავად სპირტი , ისე მისი დაშლის პროდუქტი - აცეტალდეჰიდი.

სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის სისხლძარღვებისა და ჭიპლარის სპაზმი, შედეგად კი - ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილი.

აცეტალდეჰიდი აქვეითებს ნაყოფის უჯდერებში თუთიის დონეს, რაც ხელს უშლის ნაყოფის ზრდასა და განვითარებას. მასვე შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები (მუტაციები) ჩანასახოვანი უჯრედების დნმ-ში, რაც ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების უხეშ მანკებამდე მიგვიყვანს.

ალკოჰოლი ასევე იწვევს ვიტამინების დეფიციტს, არღვევს ჰორმონების, პროსტაგლანდინების და სხვა ნივთიერებათა ცვლას. შედეგად ზიანდება ნაყოფის ორგანოები, პირველ რიგში კი ცენტრალური ნერვული სისტემა (კერძოდ, ინტელექტი და ქცევითი სფერო).

ორსულობისას ზომიერი სმა ზრდის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, მცირეწონიანი ბავშვის გაჩენის რისკს, ხოლო ჭარბი მოხმარება ხშირად იწვევს ნაყოფის ანომალიებს.

ქრონიკულმა სმამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების მანკებამდე მიგვიყვანოს, რომელთა ერთობლიობას ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს (FAშ - Fეტალ Aლცოჰოლ შყნდრომე) უწოდებენ.

ამ სინდრომს სახის სპეციფიკური ანომალიები - მოკლე ცხვირი, ბრტყელი ზედა ყბა, სიელმე ახასიათებს. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, ქცევითი გადახრები, გულისა და სხვა ორგანოთა დაზიანებები. მათი სიკვდილიანობა პერინატალურ პერიოდში 15-20%-ს შეადგენს.

ნაყოფის ალკოჰოლური დაზიანების შედეგები შეუქცევადია და მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, მაგრამ ასეთი სურათი ყოველთვის არ შეინიშნება.

მსგავსი სიახლეები