თიდანი

დიეტოლოგის 25 რჩევა...

14 ოქტომბერი 2017

დიეტოლოგის 25 რჩევა:
1. მსოფლიოს დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ 2 ლიტრი წყალი აუცილებელი მინიმუმია ზრდასრული ადამიანისათვის.
2. ყოველდღიურ რაციონში დაშვებულია ალკოჰოლი – მხოლოდ1 ბოკალი შავი ან წითელი ღვინო.
3. ყოველ დილით, უზმოზე რეკომენდირებულია 1 ჭიქა წყლის დალევა, დილის პროცედურების შემდეგ 30 წუთში საუზმის მიღება.
4. დაიმახსოვრეთ: წყალი დალიეთ საკვების წინ ნახევარი საათით ადრე, საჭმელს წყალი არ დააყოლოთ. ჭამის შემდეგ წყალი 40 წუთზე ადრე არ დალიოთ.
5. საკვები დღეში 5–6–ჯერ უნდა მიირთვათ (რასაკვირველია
პატარა ულუფებით) რათა ორგანიზმი არ იყოს ეკონომიის რეჟიმში ცხიმის დაგროვების სახით.
6. საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 3 საათით ადრე, წყლის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
7. გამოიმუშავეთ ჩვევა – ყავა და ჩაი დალიეთ შაქრისა და
სხვა დანამატების გარეშე.
8. კარტოფილი მიირთვით მხოლოდ კვირაში 2–ჯერ და ისიც მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი.
9. ყურძენი და ბანანი ერთ–ერთი ყველაზე კალორიული პროდუქტია, ამიტომ შესღუდეთ მათი მოხმარება – კვირაში 2–ჯერ, ისევე როგორც კარტოფილი.
10. განტვირთვის დღეები მოიწყვეთ მხოლოდ კვირაში ერთხელ.
11. სისხლძარღვოვანი სისტეემის აქტიურობა მაქსიმალურია 18:00 საათისთვის, შესაბამისად ეს დრო ყველაზე შესაფერისი დროა ვარჯიშისთვის.
12. თუ მოინდომებთ ყოველთვის ნახავთ დროს მსუბუქი ვარჯიშისთვის დილა საღამოს, ან სირბილისთვის, ან გაწელვითი ვარჯიშებისთვის.
13. იდეალური დრო სპორტისთვის 17 საათიდან 20 საათამდეა.
14. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, არასოდეს
გამოტოვით ის.
15. სადილად კარგია წვნიანები, ბულიონები, სალათები, მოხარშული მჭლე ხორცი, ბოსტნეული, ხილი.
16. სამხარზე კარგია: იოგურტი, სალათები, კეფირი, მოხარშული მჭლე ხორცი, ბოსტნეული.
17. ვახშმად კარგია: მსუბუქი სალათი, ხაჭო იოგურტი ან ცოტა მოთუშული ბოსტნეული.
18. ხილი უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.
19. შემწვარი კერძები დაივიწყეთ საერთოდ.
20. სალათები მიირთვით არაჟნით, მაწვნით ან ზეთით, მაიონეზი კი ამოიღეთ ხმარებიდან.
21. ასევე დაივიწყეთ ნახევარფაბრიკატები, ფასფუდები, მზესუმზირა, მარილიანი არაქისი, ჩიფსები და ამგვარი ნაწარმი.
22. ტკბილეულიდან დასაშვებია მხოლოდ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი, ისიც დღის პირველ ნახევარში.
23. ცხიმიანი და ცომეული მიირთვით მცირე რაოდენობით, რაციონიდან მათი მთლიანად ამოღება მიგიყვანთ დეპრესიამდე, იქნებით ნერვიული.
24. მიირთვით მცირე ულუფებით. საკვების ერთჯერადი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს, მაგრამ 5-6–ჯერ დღეში.
25. მიირთვით ჩაის კოვზით, დასაწყისისთვის გაგიჭირდებათ, მაგრამ ერთ კვირაში მიეჩვევით, კუჭი დაგიპატარავდებათ
და საკვებზე მოთხოვნილებაც შეგიმცირდებათ.
წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები