თეგეტა მოტორსი

საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპო!

15 ივლისი 2019

Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მასშტაბის ბრენდები
როგორც საავტომობილო ინდუსტრიიდან, ასევე პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით:

 Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Total, JCB, Shell, Mobil და სხვა.

 გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებს, ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
გამოფენაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

TBC - თიბისი იქნება ღონისძიების წარმდგენი.

რა თქმა უნდა, დღე არ ჩაივლის სიურპრიზების გარეშე! ჩვენ გავათამაშებთ არაერთს საინტერესო საჩუქარს.

ცხადია, ექსპო არ ჩაივლის მუსიკის გარეშეც.

 გპირდებით, რომ დაუვიწყარ ემოციებსა და მოგონებებს გაჩუქებთ.

 ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთა.

 

მსგავსი სიახლეები