სასწავლო ცენტრი ედუჰაუსი

რეგისტრაცია ინგლისური ენის კურსზე დაიწყება 10 ნოემბერს

14 ოქტომბერი 2017

ჩვენი ინგლისური ენის ზოგადი კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის ყველა კომპონენტის სწრაფად და საფუძვლიანად შესწავლა. კურსი საშუალებას მოგცემთ, გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ყველა უნარი დონის შესაბამისად: გრამატიკა, წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, ლექსიკა და სწორი ინტონაციური წარმოთქმა.

დინამიური, მხიარული და საინტერესო გაკვეთილები, რომლებიც მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მოგცემთ საშუალებას, რომ აითვისოთ ინგლისური სწრაფად და შეძლოთ მისი პრაქტიკული გამოყენება.

ჩვენი კვალიფიცირებული და გამოცდილი გუნდი იზრუნებს, რომ აითვისოთ ენა მაქსიმალურად ეფექტიანად და შეძლოთ ინგლისურ ენაზე თავისუფალი კომუნიკაცია.

 

მოზრდილთათვის: 

თარიღები, ხანგრძლივობა და ფასები:

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე - 48 გაკვეთილი (კვირაში სამჯერ 2 საათი)

კურსის ღირებულება:  178 ლარი (1 თვე - 12 გაკვეთილი)

                          

სტუდენტებისათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება 178 ლარის ნაცვლად 143 ლარი!

დილის ჯგუფებში 10 და 12 საათზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება 178 ლარის ნაცვლად 143 ლარი!

 

ბავშვებისთვის: 

თარიღები, ხანგრძლივობა და ფასები:

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე - 48 გაკვეთილი (კვირაში სამჯერ 1.5 საათი)

კურსის ღირებულება:  168 ლარი (1 თვე - 12 გაკვეთილი)

                               

დილის ჯგუფებში 10 და 12 საათზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება 168 ლარის ნაცვლად 135 ლარი!


მსგავსი სიახლეები