სამშენებლო კომპანი მეტრა დეველოპმენტი

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღების არქიტექტურა ?

30 სექტემბერი 2017

საბავშვო ბაღების არქიტექტურისა და მასთან ერთად, დიზაინის შემუშავება, არც თუ ისე მარტივი საქმეა. დღევანდელი დღის გათვალისწინებით, უამრავი საბავშვო ბაღი ისეთ შენობაშია აგებული, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის სტანდარტულ პროექტებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ისინი თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობენ. საბავშვო ბაღებს ძირითადად კერძო ბინებსა თუ ძველ შენობებში ვხვდებით. ასევე არსებობს თითზე ჩამოსათვლელი ინდივიდუალური პროექტებიც.
ბუნებრივია, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაცია დროთა განმავლობაში იცვლება. სოციალურ-პოლიტიკური მიზეზების გამო ის შეიძლება გაიზარდოს და შემცირდეს კიდეც. სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების საჭიროება ზუსტად ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით მერყეობს. სამწუხაროდ, არსებული ბაღები ბავშვების სიმრავლეს და ადგილების ნაკლებობას განიცდიან. შენობები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის არა მარტო გართობასთან უნდა ასოცირდებოდეს, არამედ შემეცნებასთანაც. თანამედროვე სწავლების მეთოდი დიდი რაოდენობით თამაშს მოიცავს. სწორედ ამიტომ, საბავშვო ბაღების ინტერიერი მოქნილი და ტრანსფორმაციისთვის სწრაფად ადაპტირებადი, თავად არქიტექტურული ფორმა კი ადამიანთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს. დიდი ყურადღება ექცევა ფაქტურას, ტექსტურას, ფერს. რეკომენდებულია თბილი ფერების და ნაზი ტექსტურის გამოყენება. სწორად შერჩეული მატერიები კი ბავშვებისთვის მხედველობის განვითარებასა და ვარჯიშზე ზრუნავს. პოსტსაბჭოური პროექტებით შექმნილ ბაგა-ბაღების არქიტექტურული დიზაინი დეტალებზე ორიენტირებული არ არის. ეს კი აუციელებელია, რადგან თითოეული დეტალი პოზიტიურ და ბავშვისთვის აღქმად ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. საბავშვო ბაღებში აუცილებლად უნდა იყოს მანათობელი ნივთები, მუსიკალური კედელი - ნივთები, რაც ადამიანის ქმედებებზე რეაგირებს. შენობას ასევე უნდა ჰქონდეს დაცვის ოთახები, პერსონალისთვის და მშობლებისთვის გამოყოფილი ოთახები. საცურაო აუზის არსებობა მისასალმებელი იქნებოდა. აუცილებელია, ბაღის კედლებს, ჭერსა და იატაკს ხმის კარგი იზოლაცია ჰქონდეს. უცნაური და შემაშფოთებელია, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში ჰაერის კონდიცირება და სავენტილაციო სისტემა არ გვხვდება. ბავშვებისთვის ხომ მიკროკლიმატის შექმნა აუცილებელი პირობაა. ქალაქგარეთ შექმნილი საბავშვო ბაღები დიდი პლუსის მატარებელია. აქ წარმოდგენელია ლანდშაფტის თითქმის ყველა ელემენტი: ველი, ტყე, მთა. ეს უკანასკნელნი ბავშვის შემეცნებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მითუმეტეს თუ ისინი კომპლექსურია და ბევრ დეტალს შეიცავს.
ზოგადად, საბავშვო ბაღების არქიტექტურული გაუმჯობესება საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების შედეგია. უდავოა ის ფაქტი, რომ ახლანდელი შენობები რეკონსტრუქციას საჭიროებს. ახალი ტიპის დიზაინის შექმნა ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების დაკმაყოფილებას და საფრთხის შემცველი რისკების შემცირებას.
 

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად