"ბროტმაისტერი" ორი ძირითადი ხაზით ვითარდება - პირველი - ეს არის ავსტრიული ტექნოლოგიით დამზადებული პურ-ფუნთუშეული და მეორე - კონცეპტ კაფეტერია.
ტრადიციული, ჯანსაღი, ნამდვილი პურის ცხობის ტექნოლოგიის გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პურ-ფუნთუშეულის შეთავაზება - ასეთია ბრენდ ”ბროტმაისტერის” ქართულ ბაზარზე საქმიანობის მოტივი.
ადგილი სადაც ახალმოდუღებული, ხარისხიანი ყავისა და ახალგამომცხვარი ფუნთუშების საიამოვნო სურნელი დგას. სალათების მენიუ, ადგილზე გამომცხვარი პურის ფართო ასორტიმენტი, შინაური ლიმონათი.
გემრიელი საჭმელი - ახალდამზადებული სენდვიჩები და ბრუსკეტები ადგილზე გამომცხვარი პურით, არომატული სუპები, სალათების მაგიდა სადაც თვქენი სურვილისამებრ ირჩევთ ინგრედიენტებს და სოუსებს, კომპოტები...
კარგი მომსახურება - მომღიმარი, თავაზიანი, სხარტი და კონტაქტური მიმტანები. საბავშვო მენიუ, ბავშვის სავარძელი, ფერადი ფანქრები და გასაფერადებელი ალბომები ბავშვებისთვის. ერთი სიტყვით, იდეალური ადგილია სახლიდან ბავშვებთან ერთად გასვლისთვის.
https://www.ipove.ge/company/Sakonditro_Brotmeister/9151