რონიკო

სასიამოვნო აქცია რონიკოში!

11 სექტემბერი 2018

 ოპტიკური კომპანია „რონიკო“  ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისათვის ახორციელებს აქციას - „მხედველობის დიაგნოსტიკა სწავლის დაწყების წინ“! 

აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ ჩაიტარონ მხედველობის დიაგნოსტიკა „რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში განსაკუთრებული პირობებით - კერძოდ - 30%-იანი ფასდაკლებით. ასევე, საგანგებოდ ამ აქციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებისათვის იმოქმედებს შემდეგი ფასდაკლება: 
ოპტიკური ჩარჩოები -10%, სასათვალე ლინზები -20%.
სკოლაში წასვლის წინ მხედველობის დიაგნოსტიკის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, კითხვისა და წერის გაძნელებას, ზოგადად, ახალი მასალის აღქმის გართულებას ძალიან ხშირად სწორედ მხედველობის ხარვეზი იწვევს. ამგვარი ტენდენცია გამოვლენილი და შესწავლილია როგორც ექიმი-ოფთალმოლოგების, ასევე გამოცდილი პედაგოგების მიერ.
თვით ძალიან დაკვირვებულ მშობელსაც კი, შესაძლოა გამოეპაროს ბავშვის მხედველობის ხარვეზი. ბავშვი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა, ძალიან ხშირად, თავადაც ვერ აცნობიერებს ამას.
რატომ უნდა შეექმნას მოსწავლეს დაბრკოლება განათლების მიღებისას, როდესაც შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ამგვარი გართულება ძალიან მარტივი, სულ რამოდენიმეწუთიანი პროცედურის გავლით?
ადაამოწმეთ თქვენი შვილის მხედველობა სწორედ სკოლაში წასვლის წინ, რათა ბავშვმა შეუფერხებლად მიიღოს სრულფასოვანი განათლება.“ 
აქციის პერიოდი: 10 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით!
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სიახლეები