პური გულიანი

გაატარე სასიამოვნო შაბათი #გულიანთან ერთად!

13 ნოემბერი 2019

ამ შაბათს, როცა შემოდგომის სიგრილე ოდნავ საგრძნობია, მზე და ტერასა კი მაინც არ გვეთმობა, #სახაბაზოში შიშხინა შუადღის გამართვა გადაწყდა!

მაინც რას ვაპირებთ?!
ჩვენი მზარეულები, თქვენთან ერთად და თქვენი გემოვნებით, ტერასას გრილზე ნაირ-ნაირ ხორცეულსა თუ ბოსტნეულს  ააშიშხინებენ და იქვე გიმასპინძლებენ გულიანად! 

არც გლინტვეინი დაგვგვიწყებია, ქართული ღვინითა და ჩვენებურად #გემრიელი რეცეპტით.

უკვე მუსიკაც შეირჩა და თბილი პლედებიც, მხოლოდ ის დაგვრჩა, თქვენი სტუმრობის დრო ჩავინიშნოთ. 

შეხვედრის დრო: 13:00-16:00სთ.
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 00 83

 

მსგავსი სიახლეები