აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ის პარტნიორები ლევან და დავით პაპიაშვილები მოქმედი აუდიტორების და სერთიფიცირებული ბუღალტრების განგრძობით სწავლებაში მოწვეული ტრენერების სახით მიიღებენ მონაწილეობას. „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი აუდიტორები და სერთიფიცირებული ბუღალტრები ვალდებულნი არიან გაიარონ განგრძობითი სწავლება 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 120 საათის ხანგრძლივობით, საიდანაც ყოველ წელს სულ მცირე, შემოწმებადი 30-საათიანი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული) განგრძობითი განათლება. განგრძობითი განათლება მოიცავს სერთიფიცირებული ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის სპეციალურად შედგენილ სასწავლო პროგრამაზე დასწრებასა და მათ აქტიურ ჩართულობას, რაც გულისხმობს დარგის სპეციალისტების ყოველდღიური საქმიანობისთვის აუცილებელ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას. განგრძობით განათლებას ატარებენ პროფესიული ორგანიზაციები, კერძოდ კი „საქართველოს პროფესიონალ ბუღლტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“. განგრძობითი განათლების დადგენილ წესებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“

ლევან პაპიაშვილი გაუძღვება ტრენინგს სახელწოდებით - ხარისხის კონტროლი აუდიტორულ ფირმაში

დავით პაპიაშვილი ტრენინგს - ცვლილებები და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმული და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდნენ „საქართველოს პროფესიონალ ბუღლტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“-ს.

მსგავსი სიახლეები