პალიტრა L

პალიტრა L-ის საბავშვო სიახლეები "ბიბლუსის" მაღაზიებში!

05 ნოემბერი 2019

#საბავშვოსიახლეები
#არგამოტოვო

პალიტრა L - ის საბავშვო სიახლეები "ბიბლუსის" მაღაზიებში.

„ჩემი პირველი ენციკლოპედია“ (ყველაფერი დედამიწის შესახებ)  გასაგები ენით დაწერილი ტექსტის დახმარებით ყმაწვილები შეძლებენ სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას. სქემატური ილუსტრაციები და დეტალური ინფოგრაფიკები აადვილებს ახალი მასალის აღქმასა და შემეცნებას.

„ჩემი პირველი ვინი პუჰის წიგნი“  პუჰის პირველი დღე სკოლაში,

"სუპერჭკვიანის წიგნები"  თქვენი პატარა თანდათან, სულ უფრო და უფრო იოლად შეასრულებს დავალებებს და მიაღწევს დასახულ მიზანს. წიგნის გამოყენება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მეცადინეობებისას.

თამრი ფხაკაძის "ანბანი  ერთხელ ანბანის თეატრის ბრაზიან დირექტორს ანბანის პაწია თოჯინები გაუნაწყენდნენ. გაეპარნენ და ყველა სათითაოდ დაიმალა. ეს რომ ბავშვებმა შეიტყვეს, ამ გაქცეულებს ზედ მიაყოლეს ბრაზიანი დირექტორიც; ხოლო მათ შორის ყველაზე ყოჩაღებმა გადაწყვიტეს, რომ დამალულები მოეძებნათ...

"ჩემი სახალისო სავარჯიშოები" (სავარჯიშოების წიგნი 42 დავალებას აერთიანებს)  მოემზადე სკოლისთვის. არის რეალური შესაძლებლობა თქვენი შვილი სიხარულით ჩაერთვოს სასწავლო პროცესში!

 

 

მსგავსი სიახლეები