ნიუ ჰოსპიტალსი

გათავისუფლდით ძილის აპნოესა და ხვრინვისგან სწრაფად და მარტივად!

24 თებერვალი 2017

გათავისუფლდით ძილის აპნოესა და ხვრინვისგან სწრაფად და მარტივად! 
"ნიუ ჰოსპიტალსის" ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ბერდია ბერიძე უახლესი მეთოდებისა და ბოლო თაობის სამედიცინო აღჭურვილობის მეშვეობით დაგეხმარებათ სამუდამოდ დაივიწყოთ ეს პრობლემა.
რა არის ძილის აპნოე? 
ძილის აპნოე ძილის დარღვევის ერთერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. 
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ ამ სიმპტომთაგან რამდენიმე:
• დღისით მომატებული ძილიანობა (ჰიპერსომნია)
• ხმამაღალი ხვრინვა
• ძილის დროს სუნთქვის შეჩერება
• ღამით გამოღვიძება ქოშინით
• გამოღვიძებისას პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი
• დილით თავის ტკივილი
• ინსომნია
• ყურადღებისა და მეხიერების პრობლემები
• შრომისუნარიანობის დაქვეითება და მიუხედავად ღამის ერთი შეხედვით „სრულყოფილი“ ძილისა, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება.
- აპნოეს პერიოდში ხდება არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რის გამოც აპნოე წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკფაქტორს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია (ავადმყოფთა 40-90% შემთხვევებში), გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობით.
- მკურნალობის მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქირურგიული მკურნალობაა, რომელსაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოტორინოლარინგოლოგი ბერდია ბერიძე ატარებს უახლესი მეთოდით დიოდის ლაზერით.
- დიოდის ლაზერის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტურია შედეგის მიღწევის თავლსაზრისით, რამდენადაც მინიმუმამდე ამცირებს გართულებების რისკს.
ექიმთან ვიზიტისთვის დაგვიკავშირდით : 2 190 190

მსგავსი სიახლეები