საქართველოს ეროვნული არქივი

სასიამოვნო სიახლე ქართული ფილმების მოყვარულთათვის!

11 ივნისი 2019

11 და 12 ივნისს, 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – „ნუცას სკოლა“ – აღდგენილი ვერსიის ჩვენება.

ოპერატორი: დავით გუჯაბიძე, მხატვრები: გოგი რატიშვილი, გოჩა მაისურაძე, კოტე ჯაფარიძე; კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე.

 მონაწილეობენ: ზაზა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, მარინა ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, ნინო კობერიძე, თამარ მამულაშვილი, დათო ხახიძე, თამარ სხირტლაძე, კაცი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ბეგალიშვილი, დავით დვალიშვილი, ვასილ ბახტაძე, ნუგზარ ხიდურელი. 
მწარმოებელი კომპანიები: „ქართული ფილმი“, „ქართული ტელეფოლმი“.

 ფილმი აღდგენილია 2019 წელს, „ქართული ფილმის“ სარესტავრაციო ბაზაზე.

 ბილეთის ფასი: 5 ლარი.

 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის კინოთეატრის სალაროში 11 და 12 ივნისს 17:30 საათიდან.

 

 

მსგავსი სიახლეები