Myvelo.ge

ველო მსვლელობა თბილისის ზღვაზე!

26 ივლისი 2019

მოგეხსენებათ , ჩვენს ქალაქში ველოსიპედი სულ უფრო პოპულარული ხდება. რაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მას , მით მეტი ჯანმრთელი ადამიანი გვეყოლება.
27 ივლისს კიდევ ერთხელ მივიქცევთ ყურადღებას და მოვაწყობთ საინტერესო მსვლელობას წერეთლიდან (myvelo მაღაზიიდან) -თბილისის ზღვის ( სასტუმრო ჰუალინგი) მიმართულებით.
გზად დავიმატებთ მსურველებს და ასე ერთად ავალთ თბილისის ზღვაზე. ყველას გადავცემთ ამრეკლ ჟილეტებს და ციმციმებს.
აუცილებლად იქონიეთ ჩაფხუტი, უსაფრთხოება აუცილებელი პირობაა.
ასაკი: 18 წლის ზევით
სქესი: სულ ყველა :)
ვივლით უსაფრთხოდ, ერთ ზოლად.არავითარი გაზაობა ;)
სასურველია იქონიოთ მძლავრი წინა სანათი ( ჩვენთანაც იყიდება
19:40 ზე ვიკრიბებით აგლაძის N15, Myvelo-ს ველო პარკინგზე. 20:00 საათზე გასვლა. ვიმოძრავებთ წერეთლით -ერისთავის ქუჩის მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენთან გავჩერდებით 5 წუთით, შემდეგ ავალთ ერისთავის ქუჩით და კიკვიძის ბაღთან შევხდებით სხვა მონაწილეებს. შემდეგ- დადიანის ქუჩით გავალთ და გავჩერდებით თბილისი არტ ჰოლთან.შემდეგ მაღლა ურიდიას ქუჩა/ ზღვის კლუბი/ჰუალინგი
უკან დავბრუნდებით ვაზისუბნით/ ხუდადოვი/დადიანი/ვაგზალი/წერეთელი.

ჯამში: 35 კმდე გამოვა რა:)
გავჩერდებით ხშირად

მსგავსი სიახლეები