ილუზიების მუზეუმი

„ავიაციიდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე"!

18 ივლისი 2019

ილუზიების მუზეუმისა და საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით, 20 ივლისს, 20:00 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „ავიაციიდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე“.

ლექციას გამართავს მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ პრეზიდენტი - ბატონი რამაზ ბლუაშვილი. იგი მოგვიყვება გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისა და „ჩაკრულოს“კოსმოსში მოგზაურობის შესახებ.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
ლექციის დასასრულს გვექნება საშუალება ტელესკოპით დავაკვირდეთ მთვარეს.

ლექციაზე დასასწრებად, მიჰყევით რეგისტრაციის ბმულს: shorturl.at/djqsZ

მსგავსი სიახლეები