მეიდან ჯგუფი

სამეწარმეო მარკეტი

29 სექტემბერი 2017

თბილისი (BPI) – მეიდანზე ქართული პროდუქციის საკვირაო ბაზრობა გაიმართება.

საკვირაო ბაზრობის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას და ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 30 სექტემბერიდან – 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.სამეწარმეო მარკეტი

მსგავსი სიახლეები