მედი

კლინიკა „მედის“ ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა

20 ნოემბერი 2017

მედი-ესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“ მორიგი, საქართველოში რიგით მე-20 ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მიწვეულ სტუმრებს კლინიკის საქმიანობის და იმ სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.
ორგანიზატორების თქმით, კლინიკა სამი სხვადასხვა სპექტრის მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს, მათ შორისაა სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და ლაზერული ეპილაცია.
კლინიკის დამფუძნებლის მარინა მჭედლიძის თქმით, „მედის“ ზუგდიდის ფილიალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდა, მათი უმეტესობა კი ადგილობრივია.
პრეზენტაციის და საზეიმო ლენტის გაჭრის შემდეგ გათამაშება გაიმართა, გამარჯვებულები კი კლინიკის სხვადასხვა მომსახურების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სიახლეები