ლიბერთი ბანკი

ლიბერთის და Natali Academy-ის ერთობლივი პროექტი!

22 ოქტომბერი 2019

ლიბერთის და Natali Academy-ის ერთობლივი პროექტი 60+ ქალების გაძლიერებისთვის ახალ მონაწილეებს ელოდება!

მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, ან აიმაღლოს კვალიფიკაცია დასაქმების პერსპექტივით

პროექტის მონაწილეები პროფესიონალებისგან შეისწავლიან:

▪️ თანამედროვე და ტრენდული ვარცხნილობების ტექნიკას. მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და განივითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს 
▪️ ვიზაჟის ხელოვნებას

- სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შემდეგ შეირჩევა 20 მონაწილე და თითოეულ მათგანს გადაეცემა კურსის შესაბამისი სერთიფიკატი.
- კურსი უფასოა და დაიწყება 4 ნოემბერს.
- ხანგრძლივობა: 9 კვირა

კურსზე მოსახვედრად: დარეგისტრირდით 25 ოქტომბრამდე და სამოტივაციო წერილით გვიამბეთ თქვენი გამოცდილების, მიზნებისა და პროექტში მონაწილეობის მოტივაციის შესახებ.

 რეგისტაცია: https://forms.gle/RPewFA1kuzHptfy96
გისურვებთ წარმატებას! 

ლიბერთი. ბანკი ყველგან და ყველასთვის

 

მსგავსი სიახლეები